განცხადება მან ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა:
“მეგობრებო, გავრცელდა შემზარავი ინფორმაცია, რომ ერთი წლის ჩვილი შიმშილით გარდაიცვალა. ამ ერთ სამწუხარო ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ შიმშილის სტატისტიკა გაცილებით მაშტაბური და საგანგაშოა. პირადად ჩემი პასუხისმგებლობაა ამ ბავშვის სიკვდილში, ისევე როგორც, ჩვენს გვერდით მცხოვრები მშიერი ადამიანების შიმშილში. ვერცერთი ხელისუფლება, ვერცერთ სახელმწიფოში ვერ წვდება იმ მძიმე სოციალურ გარემოს, რაც ჩვენს ქვეყანაშია, თუ საზოგადოების ძალისხმევა არ გაერთიანდა. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა. ერთად უნდა დავგეგმოთ და დავიწყოთ ზრუნვა, რომ ჩვენს გვერდით არ იყვნენ მშიერი ბავშვები და მოხუცები. ღვთის წყალობით შევძლებთ ამას. გავხსნათ ჩვენი გულები და საფულეები იმათთვის, ვისი საფულეც არასოდეს ივსება. თუ საფულე ცარიელი გვაქვს – გული გავხსნათ და გზას გაგვინათებს. უახლოეს დღეებში კათოლიკოს-პატრიარქის ფონდში მოვიწვევთ გამოცდილ ადამიანებს, რომლებიც საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში მოგვეხმარებიან. ბევრი, მარტივად გასახორციელებელი იდეა არსებობს! თუ გავერთიანდებით, დავძლევთ შიმშილს. ჩვენს საზოგადოებაში მშიერი ადამიანების არსებობა – ჩვენი სისუსტეა! მათი დაპურება – ჩვენი ქრისტიანული მრწამსის და ღირსების საქმეა!” _ ნათქვამია განცხადებაში.