სოფელ ზემოხეთში დაზიანებულია მაღალი ძაბვის ხაზები და სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია; უშუქოდაა სოფლები გორაბერეჟოული და ხევი; მაღალი ძაბვის ხაზი დაზიანდა სოფელ შუასურებში.
სოფელ ჭაჭიეთში ქარიშხალმა სკოლას სახურავი მთლიანად გადააძრო, საკმაოდ ბევრი სახლია დაზიანებული ხიდისთავსა და კოხნარში.
მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა სოფელ ქვენობანს. როგორც გვითხრეს, კუტუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახის სახლი ქარიშხალმა დაანგრია: _ ძლივს მოვახერხეთ ბავშვების სახლიდან გამოყვანა, _ გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა. კუტუბიძეები სოციალურად დაუცველები არიან.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს _ ყველა სოფელში რამდენიმე ჯგუფია გასული და მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.
ადგილებზე “გურია ნიუსის” გადამღები ჯგუფებიც მუშაობენ.