პარალელურ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სახანძრო-სამაშველო, სანდასუფთავების და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები. 6-ბალიანი შტორმის შედეგად დატბორილია ქალაქის მთელი სანაპირო ზოლი. ძლიერმა ტალღებმა ზღვისპირას, არდაგნის ტბის მიმდებარედ რესტორნები და კაფეები დააზიანა. მთლიანად დატბორილია აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია და ნინოშვილის ქუჩის ბოლო. ძლიერმა ტალღებმა აეროპორტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავები წააქცია და 8 ერთეული განათების ბოძი მოგლიჯა.
ძლიერმა შტორმმა ხიმშიაშვილის ქუჩამდეც მიაღწია, სადაც დატბორვის გამო მოძრაობა რამდენიმე საათით შეწყდა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით სანიაღვრე სისტემამ დიდი ოდენობით წყლის მასა ვერ გაატარა, ასეთი მასშტაბების დატბორვა სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია.
გაწმენდით სამუშაოებთან ერთად, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის დათვლაც. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი ქალაქ ქობულეთსაც მიაყენა. დატბორილია სანაპირო ზოლი და საცხოვრებელი სახლები.
აჭარაში მსგავსი სიმძლავრის შტორმი ბოლო 10 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.