BBC-ის ინფორმაციით, 90 წლის ქალი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, ვისაც დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე Pfizer-ის ვაქცინა გაუკეთეს.
მარგარეტ კენანმა, რომელიც შემდეგ კვირას 91 წლის ხდება, თქვა, რომ ეს იყო მისთვის დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი.
”თავს ვგრძნობ პრივილეგირებულად, რადგან პირველი ადამიანი ვარ, ვინც გაიკეთა ვაქცინა Covid-19- ზე”, – თქვა ქალბატონმა კენანმა და აღნიშნა, რომ იმედი აქვს ახალ წელს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად შეხვდება
“ჩემი რჩევაა, როცა ვაქცინას გაკეთებას შემოგთავაზებენ, გაიკეთოთ – თუ მე შემიძლია გავაკეთო 90 წლის ასაკში, თქვენც შეგიძლიათ ის გაიკეთოთ”,_ განაცხადა მარგარეტ კიენანმა.