https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვეტოს უფლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში – მითი თუ რეალობა _ ვიდეო

20:03; 31.03.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ის, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რუსეთის გაწევრიანების პერსპექტივას, წინ შესაძლოა ქართული ვეტოს უფლება დახვდეს, საზოგადოებას უკვე წლებია ლამის უტყუარ ფაქტად მიეწოდება. მიმდინარე წლის 9 მარტს კი, რუსული მხარის ინიციატივით შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ისევ განახლდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გაჟღერდა ქართული მხარის თანხმობის სანაცვლო პირობები.

ამ თემაზე, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე აცხადებს: “პირველ რიგში ეს ეხება ფსოუს და როკი გვირაბთან არსებულ გამშვებ პუნქტებზე გამჭირვალეობას და მის უზრუნველყოფას და ასევე ქართული საბაჟო სამსახურების დაშვების უზრუველყოფას”.

ამავდროულად, კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ვეტოს უფლების შესახებ, რომელზეც თითქოსდა დამოკიდებული იყო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების ბედი. ინტერნეტ გამოცემა “ტაბულაში”, მთავრობის პრეს-სპიკერი ნიკოლოზ მჭედლიშვილის აცხადებდა:

“ჩვენ გვაქვს ვეტოს უფლება და ჩვენი ხმის გარეშე, რუსეთი ვმო-ს წევრი ვერ გახდება”.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, 1995 წლის აპრილში შეიქმნა და ის 153 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. აღნიშნული ერთობა, ცდილობს ორგანიზაციის ძალისხმება ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე, სავაჭრო ბარიერების შემცირებისა და არასამართლიანი ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართოს. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები, მსოფლიოს კომერციული ოპერაციების 95%-ს აწარმოებენ. ვმო-ს დევიზია ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე. საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ევროკავშირის აქტიური დახმარებით 2000 წელს გაწევრიანდა. რუსულ-ქართული ურთიერთობები კი, ამ მიმართულებით 2006 წელს განსაკუთრებით გართულდა, ხოლო გაწევრიანებისთვის საქართველოს თანხმობის მოპოვების შანსები, რუსეთისთვის 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სულ უფრო შემცირდა, თუმცა რამდენად სჭირდება ეს თანხმობა მოსკოვს, ამაზე უფრო ქვემოთ ვისაუბრებთ.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და რუსეთი

რუსეთის ფედერაცია, მოლაპარაკებებს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ, 17 წელია აწარმოებს. საქართველოს გარდა, ურთიერთობებს რუსეთი შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის სახელმწიფოებთანაც არკვევდა. ორგანიზაციაში რუსეთის წევრად მიღების საკითხის გაჭიანურება, სხვადასხვა მიზეზებით იყო განპირობებული. ანალიტიკოსები ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის ფედერაციის მმართველობის ერთპიროვნულ ფორმას ასახელებენ, რომელმაც ქვეყანაში ცივილური სამყაროსთვის ნაკლებად მიმზიდველი სტატისტიკა შექმნა:

1. კორუფციის დონით, 180 ქვეყნიდან 2009 წლის მონაცემებით, რუსეთი 146-ე ადგილზე იყო.

2. რუსეთში, ქრთამის წლიური რაოდენობა 300 მილიარდი დოლარია

3. მედიის თავისუფლების ხარიხსის გარკვევისას, 170 ქვეყნიდან, რუსეთი 140-ე ადგილზეა.

4. “ფრიდომ ჰაუსი” კი 45 ათასი რეგიონალური გამოცემიდან, კონტროლირებადად საერთო რაოდენობის 60%-ს მიიჩნევს.

5. ასევე, კონტროლირებადი ბიზნესი და ჩრდილოვანი ეკონომიკა.

მიუხედავად, ავტორიტეტული საeრთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული სტატისტიკისა, რუსეთის პრემიერს 2009 წელს დავოსში მიაჩნდა, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ჭიანურდებოდა.

მისი თქმით, რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხი იმიტომ შევიდა ჩიხში, რომ მდიდარ ქვეყნებს, არ უნდათ იმ საკითებში წინ წავიდეს, რათა განვითარებად ქვეყნების ეკონომიკის წინ წავიდეს.

თუმცა, მოსკოვის კარნეგის ცეტრის ექსპერტი ანდრეი რიაბოვი, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის კითხვაზე: არის თუ არა რუსეთი, რეალურად დაინტერესებული გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი – ასე გვპასუხობს.

“არსებობს კონკრეტული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას განიხილავს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად. ერთის მხრივ, ხელისუფლებას ესმის რომ ვმო-ში გაწევრიანების გარეშე, ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში შეუძლებელია, თუმცა მეორეს მხრივ განიცდის მძიმე ზეწოლას კონკრეტული ეკონომიკური დარგის ლობისტური ჯგუფებისგან რომლებიც შიშობენ რომ რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით ისინი მათ ხელთ არსებულ საგარეო პრიორიტეტებსა და ამით კი შემოსავლებს დაკარგავენ.

ეს ის თემაა, რომელიც რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივების ანალიზისას არ უნდა გამოგვრჩეს, თუმცა დღეს ასევე ფაქტია, რომ რუსეთის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით განსაკუთრებულ მონდომებას გამოხატავს. ამასთან ერთად ჯოზეფ ბაიდენის 9-მარტის მოსკოვური ვიზიტის შემდეგ, რუსეთს ამ გზაზე შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაცილებით მეტი შანსი აქვს, რაც 17 წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების პირობებში სერიოზულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

მოვლენების ზედაპირული ანალიზი აჩვენებს, რომ შტატები ერთადერთი არ არის, ვისთვისაც რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას დამატებითი ეკონომიკური დივიდენდები შეუძლია მოუტანოს. შტატებთან ერთად, ეს შეიძლება ევროკავშირიც იყოს. მართალია ევროპის ლიდერების დიდი მცდელობა რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის პროგნოზირებად და დემოკრატიულ წევრად იხილონ კრახით სრულდება, ისინი ვერ გაურბიან სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთდაინტერესების აუცილებლობაზე მეტყველებენ.

უცხოური პირდაპირი ინვესტიციების 75 პროცენტი, რუსეთში ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მოდის. საქონლით ვაჭრობის 2009 წლის მონაცემებით კი, ევროკავშირიდან წლიურად რუსეთში 65 მილიარდი ევროს ღირებულის პროდუქტი შევიდა, რუსეთიდან ევროკავშირში კი 115 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი იქნა ექსპორტირებული, რაც შეეხება სერვისით ვაჭრობას, ამავე 2009 წლის მონაცემებით, ევროკავშირიდან რუსეთში იმპორტმა 18 მილიარდი ევრო, ექსპორტმა რუსეთიდან ევროკავშირში კი 10.8 მილიარდი ევრო შეადგინა.

ამავე დროს, რუსეთზე მოდის ნავთობის მსოფლიო მარაგების 14 პროცენტი, ხოლო ბუნებრივი აირის მომარაგებით ის პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში. დღეის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაცია ევროპის ბუნებრივი აირის მოხმარების 25 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, რუსეთი სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება საერთაშორისო ბაზარზე და ეს რუსი პოლიტიკოსებისგან სულ უფრო ხშირად ისმის.

რუსეთის დუმის წევრის გენადი ზიუგანიოვის თქმით, ადგილობრივი სურსათი იმავდროულად იმის გამო, რომ ტრაქტორების ავტოპარკის დიდი ნაწილი გამოსულია მწყობრიდან და ტექნიკის უკმარისობა შეინიშნება და ამის შედეგად ქვეყნის 41 მილიონი ჰექტარი დაუმუშვებელია, იმას ნიშნავს, რომ ამხელა ქვეყანას არ შეუძლია თავის ხალხი გამოკვებოს, აწარმოოს შესაბამისი ტექნიკა და ამიტომ ქვეყანა საზღვარგარეთიდან იმპორტირებული პროდუქტით იკვებება.”

ასეთ პირობებში თუ ქართული მხარის ვეტოს უფლების როგორც ბერკეტის წონა გვაინტერესებს, პირველ რიგში ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა და ფაქტები უნდა ავწონოთ. ვინაიდან ძნელად წარმოსადგენია შტატებისა და ევროკავშირის მხარდაჭერის პირობებში, საქართველომ შეძლოს ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ წასვლა. ამავე დროს, იკვეთება რუსეთის მცდელობა ქართული მხარის თანხმობა საქართველოს გვერდით ავლით მოიპოვოს.

ამ ყველაფერს კი, ქართული ვეტოს შესახებ მრავალწლიანი მითის ნგრევაც დაემატა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება იმის შესახებ რომ ვმო-ს წესდება რუსეთის ორგანიზაციაში საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანების საშუალებას იძლევა, ქართულმა მხარემაც დაადასტურა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამ თემაზე აცხადებს:

“თეორიულად, სამართლებრივი საშუალება ამის არსებობს, რამდენადაც თვითონ წესდება ითვალისწინებს მიუხედავად კონსესუსი წესისა, რომელიმე ერთი ქვეყნის გვერდის ავლით მოხდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება”, თუმცა კალანდაძე იქვე დასძენს, რომ ასეთ პრეცენდეტს ადგილი არ ჰქონია.

ასეთ ვითარებაში, ქართული მხარის პირობებზე რუსეთის დაყოლიება კიდევ უფრო გართულდება. შეიძლება ქართული “კი” იმაზე მეტი ღირს ვიდრე ის დაფასდა, თუმცა თუნდაც პოლიტიკური ვაჭრობის საწყის ეტაპზე ეს ჩვეულებრივი პროცესია, მთავარია რა იქნება ის გონივრული ფასი, რომელზეც მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ.

ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტთან საუბრისას აცხადებს: “მაქსიმალური პაკეტი რაც შეიძლება მივიღოთ შეიძლება იყოს ერთი: – რუსულ ბაზრებზე რუსეთის მხრიდან ხელოვნური შეზღუდვის მოხსნა ქართული პროდუქციისთვის, მეორე თემა: გარკვეულწილად კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურება მონიტორინგის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით და არა საზღვარზე დადგომა, რასაც ხელისუფლება ითხოვს; მესამე საკითხი, რაც შეიძლება ამას მიებას, შეიძლება იყოს დევნილების დაბრუნებაზე პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება არა რუსეთის, არამედ რუსეთის სატელიტების მხრიდან”.

ნებისმიერ პირობაზე შეთანხმების შემთხვევაშიც, ფაქტია რომ ქართულ მხარეს რისკების გათვლა წინასწარ მოუწევს. კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დავით ნარმანია ასეთი შეთანხმების შემთხვევაში, ერთ სავარაუდო სცენარზე საუბრობს. მისი თქმით, შესაძლოა რუსეთმა გაინაღდოს მსო-ს წევრობა და შესაბამისად უკვე არ შეასრულოს მისი ვალდებულებები, რადგან როცა ის წევრი გახდება, მისი გარიცხვა უფრო რთულია რათქმაუნდა და წევრობის შემდეგ დაპირებები აღარ შეასრულოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პირადი მოსაზრებები რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტს ზურაბ აბაშიძემაც გაუზიარა. მისი თქმით: “ჩვენ არ შეგვიძლია ისეთ რამეზე დავხუჭოთ თვალი, რაც მსო-ს სულისკვეთებას და მის მიერ დაწესებულ ნორმებს ეწინააღმდეგება, როგორც ჩანს, ესაა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა. მე არამგონია ისეთ დათმობებზე უნდა წავიდეთ, რაც ჩვენს მიერ აღიარებული და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იქნება. კარგია რომ ჩვენთვის რუსერის ბაზარი გაიხსნას, მაგრამ ასეთი დონის პოლიტიკური ურთიერთობების პირობებში, ბაზარი შეიძლება ჩაიკეტოს იგივე მიზეზებით, რაც მანამდე იყო”.

რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში დასავლეთის აქტიური მხარდაჭერის ფონზე, დიდია ალბათობა იმისა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს თანხმობის გარეშეც იქნას მიღებული. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ქართულ მხარეს ისღა დარჩენია, შეინარჩუნოს პრინციპული პოზიცია და მაქსმალურად განავითაროს ახალი ნარატივი, რომლის მიხედვითაც დასავლელმა მოკავშირეებმა ის რუსეთზე გაცვალეს.

რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი

ვეტოს უფლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში – მითი თუ რეალობა _ ვიდეო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს…” – გია გაჩეჩილაძე

10:15; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23 დეკემბერი, 2025

რა სარგებლობა მოაქვს ოპოზიციას

"ეს გუნდი ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი არაა!"

ყველა სიახლე

სამართალი

პოლიციამ 153 შეკვრა “მეთადონი” ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

11:04; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:59; 25.12.2025
საზოგადოება

ოზურგეთში ცნობილი ექიმი ლეო თოიძე გარდაიცვალა

10:52; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

10:40; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

10:23; 25.12.2025
საზოგადოება

მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ მონაზონი თეკლა სამონაზვნო დასიდან განკვეთა

10:15; 25.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება _ რა ღონისძიებებს ნახავთ 25 დეკემბერს

10:07; 25.12.2025
სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო