_ ერთი მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო პერიოდში პრეზიდენტის განცხადებები ძალიან უცნაურია. მე, მესმის მისი აღელვების, როდესაც მას ძალიან დიდი ძალაუფლება ჩამოერთვა იმ კანონმდებლობით, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. რაც შეეხება საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, როცა სასამართლოს და უმრავლესობას, ასევე მთავრობის შორის შეთახმება მიღწეულია და ყველა მხარე დავთანხმდით, ამაზე პრეზიდენტს თუ არ მოსწონს ეს საკითხი არ ნიშნავს იმას, რომ ვილნიუსის სამიტზე ვინმე აიღებს და კარებს ჩაკეტავს და ააჭედებს. ჯობია, ცოტა რეალურად შეხედოს ამ ყველაფერს და რეალური განცხადებები გააკეთოს თავს ბოლომდე სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებს.” – განაცხადა საგანელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა:
“გუშინ პარლამენტის უმცირესობის ლიდერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მოლაპარაკება გაიმართა. მას შემდეგ, რაც შევთანხდით კონსტიტუციის არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ პროცედურის ფორმაზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია, კარგი იქნებოდა, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი კანონების თაობაზეც მსგავსი ფორმით გავაგრძელოთ თანამშრომლობა. საერთო სასამართლოების შესახებ კანონი სასიცოცხლო მნიშნელობისაა ქართული დემოკრატიისათვის. ჯერ ერთი, თუ ის იმ ფორმით გაიტანეს, როგორიც ახლაა, შეგვიძლია სამუდამოდ დავემშვიდობოთ საქართველოში თავისუფალი სასამართლოს არსებობის იდეასაც კი. მთელი ამ წლების მუშაობისა და არჩევნების კომბინაციის შედეგად, გაჩნდა შანსი, რომ საქართველოში მოქალაქეები იყვნენ დაცული თავისუფალი სასამართლოს მეშვეობით და ახლა ნამდვილად არ არის დრო, რომ მიღწეული ქარს გავატანოთ. მეორე, თუ ეს კანონი ამ ფორმით მივიღეთ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო სამუდამოდ თუ არა, ვილნიუსის სამიტზე მაინც დაემშვიდობება ევროპულ პერსპექტივას, რაც ასევე ძალიან შეაფერხებს ყველა სხვა პროცესს. ამიტომ, ახლა, როგორც არასდროს საჭიროა ერთობლივი მუშაობა. ერთმანეთს ჯიბრში არ უნდა ჩავუდგეთ – ყველა პარტიის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს ის, რომ ევროპისკენ წავიდეთ და სასამართლო იყოს თავისუფალი. ბაქრაძე და უსუფაშვილი ძალიან კარგად მუშაობენ ერთად და ეს პროცესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს. მეც მზად ვარ ჩავერთო და იმედია, პრემიერ-მინისტრიც ჩაერთვება. ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა შევთანმხდეთ იმაზე, რაც კარგადაა გაწერილი ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებაში. ახლა ის შემთხვევაა, როდესაც ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება ყველამ უნდა გავიზიაროთ, რადგან ეს საქართველოს საკეთილდღეოდ კეთდება და თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის იქნება უკეთესი”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.