https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა სარგებლობა მოაქვს ოპოზიციას

3:04; 1.04.2011
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობისა და სოციალ-დემოკრატიული მთავრობის სამარცხვინო გაქცევის შემდეგ, ქართულმა მხედრობამ გადაწყვიტა, არ შეგუებოდა მომხდურს და პარტიზანული ბრძოლები წამოეწყო რუსი დამპყრობლებისა და ადგილობრივი კომუნისტების წინააღმდეგ. ამ საქმის სათავეში ჩადგომა პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაავალეს.

მალევე დაიწყეს ზრუნვა ფარული ორგანიზაციების შექმნაზე სრულიად საქართველოს მასშტაბით. ყველა სოფელში დანიშნული იყვნენ ათისთავები და ასისთავები. თბილისში ჩამოყალიბდა პარიტეტული კომიტეტიც, რომელსაც გენერალი კოტე აფხაზი მეთაურობდა. ეს კომიტეტი კოორდინაციას ახდენდა საქართველოს იმ რაიონებთან, სადაც მუშაობა არ შეეძლოთ პარტიზანებს. პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც, სადაც ოფიცერთა ნაწილი, რომელიც მოჩვენებითად კომუნისტებისადმი ლოიალობას იჩენდა, ამბოხებისათვის რაზმების ჩამოყალიბებით იყო დაკავებული.

1922 წლის მარტში, აღდგომა დღეს, პარტიზანები დღესასწაულს აღნიშნავდნენ და სტუმრები ჰყავდათ, რომელთა შორის იყო ხევსური დიმიტრი ჭინჭარაული, რომელსაც ადგილობრივები ბაბოს ეძახდნენ. სააღდგომო ნადიმზე დიმიტრიმ, რომელიც ფრიად განსწავლული კაცი იყო, დამსწრე საზოგადოებას მიმართა: “ამ მთებში ბალახმა აიტანა ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ დაქნილი ბილიკები. რუსეთის უსამართლობას ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები. ვითომდა მოყვრულად მოსულნი, მტრად გადაგვექცნენ, რომლებიც ოჯახებს გვიწიოკებდნენ და ქალებს გვიუპატიურებდნენ. იგივე მეორდება დღესაც. შენ, ქაქუცა, გხვდა წილად შენი წინაპრების ნაბრძოლი საქმის გაგრძელება შენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. შენ უნდა აღადგინო ალექსანდრე ბატონიშვილის ნათელი ბილიკები. თქვენ, რაზმელებო, ალბათ გახსოვთ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილს შეფიცულები ჰყავდა შემოკრებილი. თქვენც უნდა შეიფიცოთ და გერქვათ შეფიცულთა რაზმი. თქვენ შემოგყურებთ მთელი საქართველო. ეს პატარა რაზმი უნდა გადააქციოთ ქართულ ჯარად. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ლამაზი ქვეყნის სიდიადე. ჩვენ მედგრად უნდა ვებრძოლოთ რუსეთს, უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ შეძლო ჩვენმა მამა-პაპამ!”

ამას შემდეგ, ჭინჭარაულმა რაზმის წევრები ხევსურული წესით დააფიცა. სწორედ ეს დღე მიიჩნევა შეფიცულთა რაზმის დაარსების ოფიციალურ თარიღად.

თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, 2011 წლის 10 მარტს, “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” სათათბირო დარბაზმა, რომლის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძეა, ჭადრაკის სასახლეში “შეფიცულთა რაზმი” დააფუძნა და მას სათავეში მსახიობი გია ბურჯანაძე ჩაუდგა.

სახალხო კრების წარმომადგენლები, “შეფიცულთა რაზმსა” და ჩოლოყაშვილის “შეფიცულებს” შორის პარალელებს ავლებენ, თუმცა, ამის ნაკლებად სჯერა საზოგადოებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩოხატაურში, სახალხო კრების წარმომადგენელი მამია ბარამიძეა. კაცი, რომელმაც თითქმის ყველა პარტია მოიარა და როგორც წყარო გვეუბნება, “სახალხო კრების” ოფისის გახსნა ადგილობრივ ხელისუფლებასაც შეუთანხმა.

ოფისი გაიხსნა, თუმცა, ჩოხატაურელი “შეფიცულები” ჯერ არსად ჩანან. თუმცა, გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები _ გაიღო “თავისუფალი დემოკრატების”, “თავისუფალი პარტიის” და “ნაციონალური მოძრაობის ოფისები”. მმართველი პარტია, როგორც წესი, ოფისს არჩევნების წინ აღებს, ამიტომ, ლოგიკურად გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება არჩევნებს შემოდგომაზე დანიშნავს. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ “ნაციონალებში” და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიაში, თუმცა, არიან ისეთები, რომლებიც არ მალავენ, რომ საშემოდგომო სამზადისი უკვე დაიწყეს.

რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ჯერ ჩიხში არ არის და შესაბამისად, არჩევნებამდეც ადრეა.

_ არ მგონია, მიშამ არჩევნები წელს ჩაატაროს. ან რატომ უნდა ჩაატაროს? რამეს არ უსრულებს ეს პარლამენტი?

_ როცა ხელისუფლება ჩიხში ექცევა, ყოველთვის ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს.

_ არ ჰგონიათ ჯერ მაგათ თავი ჩიხში. ცოტა ჩიხთან მიახლოებულად რომ იგრძნონ, ამას უნდა ასი ათასი ადამიანი ქუჩაში.

_ ხელისუფლების გადამეტებულ აქტიურობას, მოსახლეობაში ინტენსიურ გასვლებს და, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის გაზრდილ პენსიას რას უკავშირებთ?

_ არც არაფერს. უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი უუნარობა, გადაჭრას პრობლემები, შენიღბოს პოპულისტური ჟესტებით.

_ თქვენი აზრით, ხალხი ქუჩაში არ გამოვა?

_ თუ ასე გაგრძელდა, ბოლო-ბოლო გამოვა, რა თქმა უნდა, ოღონდ როდის მოხდება ეს, ძნელი სათქმელია.

_ ამ ყველაფერში ოპოზიციამ რა როლი უნდა ითამაშოს?

_ ოპოზიციური ძალების ქმედებებს შეუძლია პროცესები დააჩქაროს ან პირიქით, დაამუხრუჭოს. გააჩნია, ვინ როგორ მოიქცევა.

_ ბატონო დავით, თქვენი პარტია შორიდან აკვირდება იმ მოვლენებს, რაც ბოლო დროს ოპოზიციურ სპექტრში ხდება. ვგულისხმობ ურთიერთ ბრალდებებს, შეურაცხყოფებს, რომელიც სულ ბოლოს ცემა-ტყეპაშიც კი გადაიზარდა. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლების მიერ დადგმული შოუა.

_ მაგ ფაქტზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჯერ ერთი, არ ვიცი რეალურად რა მოხდა, მეორეც _ ასეთ ამბებზე ჭორაობა ჩემი საქმე არ არის.

_ თუმცა, დაპირისპირება თქვენ პარტიაშიც იყო, როცა მურმან დუმბაძე პარტიიდან გარიცხეთ…

_ ამის თაობაზე ითქვა, რაც სათქმელი იყო.

_ ამ ყველაფრის გადამეტებული დოზით აფიშირება ხომ არ ხდება?

_ სახელისუფლო პროპაგანდის მხრიდან, რა თქმა უნდა, ხდება.

_ რა სარგებლობას მოუტანს საზოგადოებას ხელისუფლებისა და 8-იანის საარჩევნო შეხვედრები?

_ ამგვარ შეხვედრებს ის მიზანიც აქვს, რომ უფრო კარგად იქნას გაგებული საზოგადოების განწყობა, ასევე ის, თუ რა მოლოდინები არსებობს მათი მხრიდან.

განსხვავებულად ფიქრობს “ქართული პარტიის” ერთ-ერთი წევრი, ბესო კურტანიძე. მისი თქმით, ხელისუფლებას შემოდგომაზე არჩევნების ჩატარებას კონსტიტუცია ავალდებულებს:

_ კონსტიტუციის თანახმად, ამ წლის 1 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს. თუ უკანონოდ სურთ რამდენიმე თვით ხელისუფლების მიტაცება, მაშინ, როცა მოესურვებათ, იმ დღეს ჩაატარებენ. თუმცა, შემოდგომიდან პენსიების გაორმაგება და საარჩევნო სისტემაზე დისკუსიები შეიძლება ამის ნიშანიც იყოს.

_ და ისიც, რომ რაიონებში პარტიების ოფისები იხსნება…

_ ჩვენი პარტიის?

_ თქვენი, “სახალხო კრების”, იღება “ნაციონალების” ოფისების დახურული კარები…

_ ჩვენ ვცდილობთ რომ არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდეს და ამისთვის პარტია მზად უნდა იყოს. მაგრამ ხელისუფლებას ეტყობა, რომ არ სურს სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რასაც 8-იანის სუბიექტები ყოველდღიურად აღნიშნავენ, რაც აზრს უკარგავს ამ თემაზე ხელისუფლებასთან ამ ფორმატით ურთიერთობის გაგრძელებას.

_ ანუ თქვენ გაქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, რომ არჩევნები შემოდგომაზე იქნება?

_ არა. საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და ისიც სპონტანურად. თუ შეხედავს, რომ ხალხის პროტესტი მისთვის საშიშ დონეს მიაღწევს, დანიშნავს არჩევნებს. ისე, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ვაუჩერების დარიგება და პენსიების შემოდგომიდან გაზრდის დაპირება მას გაზაფხულის მშვიდობიანად გადასატანად ესაჭიროება, _ ამბობს კურტანიძე.

პარტიული მზადებები რომ საზოგადოებისთვის ვერაფერი ხეირია, ამას ფაქტები მოწმობენ: “საჭმლის ვაუჩერის” უზარმაზარ რიგში მდგარი მოსახლეობა, რომლებიც რიგს ჯერ კიდევ გამთენიისას იკავებენ, ერთნაირად ლანძღავს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა სარგებლობა მოაქვს ოპოზიციას, ბევრმა ფილმი “იმერული ესკიზები” გაიხსენა:

_ “ჩინჩლავს”, ოღონდ ვინ ვის _ ეს არის საკითხავი. ხალხს ხეირი არაფერი აქვს!

_ მაგენმა ერთმანეთს რაც უნდათ, ის უქნან. ჩვენი საშველი მაინც არ არის, _ გვითხრა შუახნის მამაკაცმა.

ოპოზიციის სარგებლის გაგების მიზნით ექსპერტებსაც დავუკავშირდით. დემოკრატიული განვითარების კავშირის ექსპერტმა, ლევან ჩხაიძემ გვითხრა, რომ ამ სარგებლის შესახებ არაფერი იცის, ისევე, როგორც პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ; სოციალურ ქსელ ფაცებოოკ-ში კი ჩვენს მიერ დასმულ ამ შეკითხვას, მხოლოდ გაღიმებული “სმაილიკები” მოჰყვა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება

16:57; 31 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ძალაში დღეიდან შედის

14:20; 30 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ, ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს

14:15; 29 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28 დეკემბერი, 2025

"ეს გუნდი ხელისუფლებაში ყოფნის ღირსი არაა!"

ხალხის მანიფესტი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ილია მეორე – იმედით უნდა ვიყოთ

0:12; 1.01.2026
სამართალი

დაჭრილი კაცი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა

21:30; 31.12.2025
საზოგადოება

რამდენმა პირმა მიიღო საარსებო შემწეობა დეკემბერში

21:20; 31.12.2025
სამართალი

თბილისში მკვლელობა მოხდა

20:54; 31.12.2025
საზოგადოება

“თანამშრომლებმა გამოასწრეს”- მანქანა გაზის მილს დაეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია

20:47; 31.12.2025
სამართალი

სუს-ი თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

18:54; 31.12.2025
საზოგადოება

დიდთოვლობა, ქარბუქი, ნისლი… _ ამინდი გაუარესდება

17:02; 31.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება

16:57; 31.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

16:43; 31.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:16; 31.12.2025
ზაფრანი

როგორ მოვიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა – საახალწლო რჩევა

14:51; 31.12.2025
სამართალი

“მე გადავიხდი ამ გირაოს” _ ზურა ჯაფარიძე

14:46; 31.12.2025
სამართალი

19 წლის ბიჭმა 63 წლის კაცს, დანის მუქარით, ძვირფასეულობა და 14 000 ლარი გასტაცა – შსს-ს განცხადება

13:07; 31.12.2025
საზოგადოება

„საქსტატი“ – წინა წელთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა

12:14; 31.12.2025
სამართალი

სამართალდამცველებმა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს

12:10; 31.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო