ირაკლი ალასანია შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან ერთად პირველად სარფში მივიდა. სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის მაშველები შტორმის შედეგად ზღვაში გაუჩინარებულ მეთევზეს ეძებენ. თავდაცვის მინისტრმა ადგილზე მყოფ დავით გელაძის ძმას მიუსამძიმრა და დახმარება აღუთქვა.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დღესვე ბათუმის ბულვარი მოინახულეს. ადგილზე მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობენ. ირაკლი ალასანია პირადად გაეცნო სამხედროების მუშაობის პროცესს და მათ მადლობა გადაუხადა.