აღნიშნული დეკლარაცია ასახავს სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებს ეკონომიკის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.
ბათუმში, საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე მინისტრები მიიღებენ უწყებათაშორისი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას 2013-2015 წლებისათვის. აღნიშნული გეგმა შემუშავდა შესაბამისი უწყებების მიერ და ითვალისწინებს სამი ქვეყნის კომპეტენტური სამინისტროების მიერ, ერთობლივი პროექტებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორც არის: ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები განახორციელებენ სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს.
შეხვედრა ხვალ ბათუმში, სასტუმრო “რედისონში” 11:30 სთ-ზე დაიწყება. 12:30 სთ-ზე მინისტრები ერთობლივ პრესკოფერენციას გამართავენ.