https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მედიაპოლარიზაცია კანონზე მაღლა!

17:53; 23.10.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში მედიაპოლარიზაცია პიკს აღწევს. ზედმეტია იმის ახსნა, თუ რამდენად საშიში და დამაზიანებელია საინფორმაციო ველისთვის წინასაარჩევნოდ ეს პროცესი, როცა ამომრჩეველმა კარგად გააზრებული, ინფორმირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მედიასაშუალებების პარტიული კუთვნილების გამო, პლურალიზმი დაცულია და ეს მედიამრავალფეროვნებას უწყობს ხელს, თუმცა, პარტიული კუთვნილება არ აძლევს მედიას უფლებას ფაქტი მიჩქმალოს ან გააზვიადოს, ყალბი ინფორმაცია შეგნებულად გაავრცელოს ან ჟურნალისტური ეთიკა დაარღვიოს.

სწორედ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად მიიჩნია სამმა ტელევიზიამ მმართველი პარტიის მიერ, წინასაარჩევნოდ მომზადებული კლიპის გავრცელება თავიანთ ეთერებში. ეს კლიპები ნგრევის და ომის წარმოსახვისთვის უკრაინის განადგურებულ ქალაქებს, ეკლესიებს, ქუჩებს და მსხვერპლს ასახავდნენ. ომის საპირწონედ კი, საქართველოს მშვიდობიანი და ბედნიერი ხედები განათავსეს. სხვა ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების ამსახველი კადრების განთავსება სარეკლამო მასალაში მართლაც არაეთიკურია, თანაც მაშინ, როცა, არაერთხელ თავსდატეხილი რუსული ოკუპაციის ამსახველი კადრები აფხაზეთში, ცხინვალსა თუ გორში ნამდვილად არ გვაკლია.

საქართველოს “საარჩევნო კოდექსის” თანახმად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო 50 დღის განმავლობაში, ყოველ 3 საათში გამოყოს 7.5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ გასათავსებლად და ამასთან, თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს.

მოხდა ისე, რომ სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია იმსჯელებდა ამ კლიპების შინაარსის ეთიკურობაზე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, წინსწრებით, მიიჩნია, რომ კლიპის განუთავსებლობით, კანონი ირღვეოდა და სამივე ტელევიზია დააჯარიმა. ანალოგიური გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომაც და თან, თავის გადაწყვეტილებაში, ტელევიზიები, ეთიკურად მიუღებელი სარეკლამო კლიპის დაუყოვნებლივ განთავსებაც დაავალდებულა.

იმის მიუხედავად, რომ ამ შემთხვევაში, სარეკლამო მასალის შინაარსის ეთიკურობა მართლაც სადავო იყო, მმართველი პარტიის ტელევიზია “იმედმა” და “პოსტვ”-იმ პოლიტიკური განცხადება გააკეთეს, პროკურატურის, სასამართლოს, ცესკოს, მარეგულირებლის ფუნქციები შეითავსეს და ოპოზიციური პარტიების მიმართ საყოველთაო ვენდეტასაც შეუდგნენ. აი, რა განცხადება გააკეთა “იმედმა”:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მედიასაშუალებები “მთავარი”, “ტვ პირველი”და “ფორმულა” აგრძელებენ საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ისინი, მოგონილი არგუმენტებით, უარს ამბობენ თავიანთ ეთერებში განათავსონ კანონის მოთხოვნების დაცვით მომზადებული ვიდეორგოლები. ამ ვიდეორგოლების განთავსებას მათ კანონი პირდაპირ ავალდებულებს, რაც ასევე დადასტურებულია კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მათ საჯარო განცხადებებიც გააკეთეს და იქამდეც კი მივიდნენ, რომ ამტკიცებენ, თითქოს ომის საწინააღმდეგო ვიდეორგოლი ომის პროპაგანდაა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, “თავისუფალი მედიის გადასაწყვეტია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს…”.
მიუხედავად იმისა, რომ “ტელეიმედს” აქვს მკაფიოდ გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა – არ დაუშვას “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში, რაც ქვეყანას სრულ კატასტროფამდე მიიყვანს, ჩვენ დღემდე ვუშვებდით მათ მიერ მოწოდებულ ვიდეორგოლებს. ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში არ არის გადაწყვეტილების საფუძველი რეკლამების განთავსების თუ მის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით – ყველა მაუწყებელი ვალდებულია გამორიცხოს დისკრიმინაციული მიდგომა და თავისი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოს კონკურენტული საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რაც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
სწორედ აქედან გამომდინარე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ნაციონალური მოძრაობის მედიასაშუალებების მიერ შექმნილი დისბალანსი (რეიტინგების, მათ მიერ რეკლამის გაუშვებლობით გაცდენილი საათების და სხვა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით) და უზრუნველყოფილი არ იქნება კონკურენტული საარჩევნო გარემო ამ მიმართულებით, ეთერში აღარ განვათავსებთ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის იმ პარტიების სარეკლამო ვიდეორგოლებს, რომლებიც წარმოადგენენ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ სახეს” (ტვ-იმედის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მნიშვნელოვანია, რომ სახელისუფლებო პარტია და ადმინისტრაციულ რესურსად ქცეული სახელმწიფო სტრუქტურები, საერთო ოპოზიციურ სპექტრს “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” ეძახიან; ამიტომ, “იმედმა და “რუსთავი 2”-მა  სხვა ოპოზიციური სუბიექტებიც დაბლოკეს. არათუ კანონით სავალდებულო უფასო რეკლამის განთავსება, სახელისუფლებო ტელევიზიებმა უარი გააცხადეს ხელშეკრულებებით სავალდებულო ფასიანი პოლიტიკური რეკლამების გაშვებაზე. მეტიც, ორივე ტელეკომპანია მზადაა პერიოდულად გადაიხადოს ჯარიმები, ოღონდ ეთერში არ გაუშვას მაგალითად, “ძლიერი საქართველოს” სარეკლამო რგოლები.

როგორც საარჩევნო შტაბში გვეუბნებიან, 2024 წლის 10 ოქტომბერს მპგ “ძლიერი საქართველოსთვის” ცნობილი გახდა, რომ “იმედი” საქართველოს საარჩევნო კოდექსისა და მხარეთა შორის 17 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების დარღვევით, აღარ გააშუქებდა პარტიის ფასიან პოლიტიკურ რეკლამას.

2024 წლის 10 ოქტომბერს, სატელეფონო კომუნიკაციის  მეშვეობით, “რუსთავი 2”-მა “ძლიერ საქართველოს” აცნობა, რომ აღარ აპირებდა პარტიის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, რაც, აგრეთვე, არღვევს საარჩევნო კოდექსს და მხარეთა შორის 6 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებას.

2024 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე, “ძლიერი საქართველოს” მიმართვის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად სცნო “ტელეიმედი” და სს. “მედიაჰოლდინგი”. 2024 წლის 14 ოქტომბრის სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამაც დააკმაყოფილა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სარჩელი _ შპს. “იმედი” და სს “მედიაჰოლდინგი” სამართლდამრღვევებად სცნო, 5 000 ლარით დააჯარიმა თითოეული და დაავალა განეთავსებინათ ეთერში “ძლიერი საქართველოს” ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამა. თუმცა, ომის პროპაგანდის შემცველი მმართველი პარტიის კლიპის დაუყოვნებლივ განთავსების დავალდებულებისგან განსხვავებით,  “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელს უარი ეთქვა შუამდგომლობაზე, დაუყოვნებლივ აღსრულებაში მოქცეულიყო რეკლამის გაშუქების დავალება!

სახელისუფლებო ტელევიზიები სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგაც უარს ამბობენ რეკლამის განთავსებაზე და როგორც “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები ამბობენ, არგუმენტად სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების 10-დღიანი ვადა მოჰყავთ. აღსანიშნავია, გადაწყვეტილების ძალაში შესვლის პერიოდისთვის, ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნება წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, რადგან არჩევნები უკვე ჩავლილი იქნება! სწორედ ამის გამო, 15 ოქტომბერს პარტიამ ტელეკომპანიებს კვლავ მიაწოდა განსათავსებელი სარეკლამო კლიპი, თუმცა ამაოდ. აღნიშნულ დარღვევაზე “ძლიერმა საქართველომ” ხელახლა აღძრა საქმე. 18 ოქტომბერს კვლავ შედგა სხდომა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ხოლო 20 ოქტომბერს სასამართლომ კვლავ სამართალდამრღვევად სცნო ტელეკომპანიები. 5000 ლარით დააჯარიმა თითოეული და დაავალა განეთავსებინათ ეთერში “ძლიერი საქართველოს” ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამა. არც ამ დავალდებულებას არ მოჰყოლია შედეგი და “იმედი” და “რუსთავი 2” კვლავ აგრძელებენ სამართალდარღვევას.

ორი დღის წინ, კომუნიკაციების კომისიამ “რუსთავი 2” “ერთიანობა _ ნაციონალური მოძრაობის” უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის კიდევ ერთხელ სცნო საქართველოს “საარჩევნო კოდექსის” დამრღვევად და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. სახელისუფლებო ეთერებში, როგორც სხვა საარჩევნო სუბიექტების,  ამ პარტიის სარეკლამო კლიპებიც 10 ოქტომბრიდან აღარ გადის.

23 ოქტომბერს კიდევ ერთი სხდომაა ჩანიშნული მარეგულირებელ კომისიაში, სადაც პარტია “გახარია _ საქართველოსთვის” სარჩელი განიხილება. ამ სხდომაზეც 10 ოქტომბრიდან დაწყებულ პოლიტიკურ მედია ვენდეტაზე იქნება მსჯელობა, თუმცა, არჩევნებიდან სამი დღით ადრე, კანონზე მაღლა მდგომი ტელეკომპანიების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, საზოგადოების ინფორმირებისთვის აზრი ეკარგება.

დღეს კი, კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური გაერთიანებების „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ საჩივრების საფუძველზე, „ტელეიმედსა“ და „რუსთავი 2“-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა.

როგორც კომუნიკაციების კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, “საჩივრების თანახმად, მიუხედავად ტელევიზიებისთვის ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარდგენისა, ასევე, იმავე საკითხზე ComCom-ის და სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, რომლის ფარგლებშიც ორივე ტელევიზია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის კანონდამრღვევებად უკვე სცნეს, მაუწყებლები არ ათავსებენ პოლიტიკური გაერთიანებების „ძლიერი საქართველო _ ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ მიერ მიწოდებულ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას.

საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ცესკოს და კომუნიკაციების კომისიას, კენჭყისყრამდე არაუგვიანეს მე-60 დღიდან, 5 კალენდარული დღის ვადაში, გადასცეს ინფორმაცია ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფების შესახებ. ტარიფები ძალაში შედის 50-ე დღიდან. მაუწყებელი, რომელიც აქვეყნებს ტარიფს, ვალდებულია განათავსოს მისთვის წარდგენილი ფასიანი რეკლამა, ხოლო არ განთავსების შემთხვევაში, ის დაარღვევს კანონს. ამასთან, კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გზამკვლევის თანახმად, მაუწყებელმა უნდა დაიცვას დისკრიმინაციის აკრძალვის მოთხოვნა და თანასწორად უზრუნველყოს ყველა მსურველი საარჩევნო სუბიექტის მიერ სათანადოდ წარდგენილი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსება.

შესწავლილი გარემოებებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა“.

ლისა კოროშინაძე

ავტორი

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

2028 წლისთვის მალთაყვის უბნის ნახევარზე მეტი შესაძლოა ზღვამ წაიღოს – რა წერია ფოთის გენერალურ გეგმაში?

23:27; 29 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“გაგიკვირდებათ და მოვიდა ზამთარი. რა ხდება გურიაში?! მეორე დღეა მუნიციპალური ავტობუსი არ ამოსულა”

22:57; 29 დეკემბერი, 2025
default
საზოგადოება

მშენებლობა დასრულდა – როდის გაიხსნება სრულად რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი

22:46; 29 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ზვავსაშიშროება- სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:23; 29 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები _ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება

17:58; 29 დეკემბერი, 2025

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ტერორისტული თავდასხმა თურქეთის დედაქალაქში

ყველა სიახლე

საზოგადოება

2028 წლისთვის მალთაყვის უბნის ნახევარზე მეტი შესაძლოა ზღვამ წაიღოს – რა წერია ფოთის გენერალურ გეგმაში?

23:27; 29.12.2025
საზოგადოება

“გაგიკვირდებათ და მოვიდა ზამთარი. რა ხდება გურიაში?! მეორე დღეა მუნიციპალური ავტობუსი არ ამოსულა”

22:57; 29.12.2025
default
საზოგადოება

მშენებლობა დასრულდა – როდის გაიხსნება სრულად რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალი

22:46; 29.12.2025
საზოგადოება

ზვავსაშიშროება- სად რა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

22:23; 29.12.2025
სამართალი

ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

22:20; 29.12.2025
საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები _ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება

17:58; 29.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზის განცხადებას ავრცელებს

17:54; 29.12.2025
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბობენტთა საყურადღებოდ!

17:33; 29.12.2025
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

15:15; 29.12.2025
საზოგადოება

ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა – ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

15:00; 29.12.2025
სამართალი

“მე თვითონ გაკვირვებული ვარ” – ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი

15:00; 29.12.2025
ზაფრანი

მოდა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

14:45; 29.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო საცოლეების სამეული

14:43; 29.12.2025
ზაფრანი

საქმროების სამეული

14:40; 29.12.2025
ზაფრანი

ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი შეგეფერებათ

14:39; 29.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო