“გურია ნიუსმა”, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტიდან, 2010 წელს გახორციელებული შესყიდვები გამოითხოვა. ოფიციალურ დოკუმენტებში მეტად შთამბეჭდავი ციფრები იკითხება, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით დაიხარჯა. მილიონები ისევ და ისევ საჯარო მოხელეების კომფორტსა და ფუფუნებას მოხმარდა _ საკანცელარიო, საოფისე და ჰიგიენური ნივთები, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ოფისების კეთილმოწყობა, სატელეფონო და საწვავის ხარჯები _ ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რისთვისაც ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებმა ასიათასობით ლარი დახარჯეს. ბუნებრივია, ამ სოლიდურ თანხებში არ შედის მათი ხელფასები, პრემიები და მივლინებები _ გამოდის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტების თითქმის ნახევარი, საჯარო მოხელეების შენახვას სჭირდება.
“გურია ნიუსი” შეეცდება, თანმიმდევრობით მოუთხროს მოსახლეობას, თუ რისთვის და რა მიმართულებით იხარჯება მისი ფული. ამჯერად, მასშტაბით გასულ წელს ბიუჯეტიდან შესყიდულ საკანცელარიო და საოფისე ინვენტარზე მოგითხრობთ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა, 7 კომპიუტერის შესაძენად ბიუჯეტიდან 24 600 ლარი დახარჯა ანუ ერთი კომპიუტერი 3 514 ლარად იყიდა(?!!). ვინც დილეტანტის დონეზე მაინც ერკვევა კომპიუტერულ ტექნიკასა და მის ფასებში, იცის, რომ მსგავსი ღირებულების კომპიუტერი მხოლოდ სპეციალური, მაღალი ტექნოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად არის საჭირო და ის, ფაქტობრივად, ჩვეულებრივ გაყიდვაში არ არის. საქართველოს კომპიუტერულ მაღაზიებში ყველაზე ძვირი, თანამედროვე პროცესორით, ინტელ I7-ით აღჭურვილი კომპიუტერის ფასი 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე მერყეობს. საინტერესოა, რა კოსმოსურ კვლევებს ახორციელებს ან ბირთვული ფიზიკის რომელ ექსპერიმენტებს ატარებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ასეთი ძვირფასი კომპიუტერი რომ შეიძინა, თანაც შვიდი ცალი (ისე, საინტერესოა ამ კომპიუტერების კონფიგურაცია, რომლის მიხედვითაც, იოლი იქნება მისი საბაზრო ღირებულების დადგენა)?! კომპიუტერულ ტექნიკასთან მიმართებაში კოლეგებს არ ჩამორჩა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი _ მან 2 ცალ კომპიუტერში 2 600 ლარი გადაიხდა, 2 პრინტერი 2 000 ლარად შეიძინა, 24 ანტივირუსი კი 2 200 ლარად იყიდა! ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს 14 090 ლარი ადგილობრივი ტელეფონის სარგებლობისთვის დასჭირდათ, ხოლო 31 ცალი მობილური ტელეფონის შესაძენად _ 11 210 ლარი! ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მობილური ტელეფონები სოფლის რწმუნებულებს წინასაარჩევნოდ გადასცეს, საბაბი _ კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრა!
ამონაწერი შესყიდვების კორექტირებული გეგმიდან (სტილი დაცულია):
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2010 წელს, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, 9 872 ლარით 987 შეკვრა საწერი ქაღალდი შეიძინა; 138 კორექტორი _ 400 ლარად; 242 ლარად _ 121 ფურცლის დამჭერი; 20 ცალი “ვანა” საქაღალდე _ 100 ლარი; 40 ცალი ფაქსის ქაღალდი _ 75 ლარი; 40 ცალი ჭიკარტი _ 80 ლარი; 55 ცალი ანტისტეპლერი _ 55 ლარი; 54 მაკრატელი _ 107 ლარი; 50 მისალოცი ბარათი _ 100 ლარი; 45 ცალი ფურცლის შემკრავი ტყვიით _ 445 ლარი; ფურცლის შემკრავი ტყვია, 251 ცალი _ 251 ლარი; საჯარო რეესტრი, 8 ცალი – 300 ლარი(?!); 284 საკანცელარიო წიგნი _ 668 ლარი; 71 ცალი საწერი ბლოკნოტი – 710 ლარი; 233 ავტოკალამი _ 815 ლარი, 15 სამაგიდო კომპლექტი _ 825 ლარი, 21 ცალი გამომთვლელი მანქანა _ 210 ლარი, 24 ცალი მაგიდის კალენდარი _ 120 ლარი. 184 ცალი ბაინდერი _ 1430 ლარი, 300 ცალი რვეული _ 150 ლარი, 196 შეკვრა ფაილი _ 1560 ლარი, 34 ცალი ფურცლის სახვრეტი _ 170 ლარი. 9 ცალი ბეჭედი _ 430 ლარი. 4 ცალი ბეჭდის ბალიში _ 46 ლარი. 1340 ცალი საქაღალდე _ 670 ლარი. 103 შეკვრა წებოვანი ფურცელი _ 385 ლარი. 111 ცალი მოსანიშნი ფურცელი _ 277 ლარი. საქაღალდე სწრაფჩამკერი 600 ცალი – 300 ლარი, 125 ცალი მარკერი _ 250 ლარი, 334 ფანქარი _ 167 ლარი. საწები ლენტა 109 ცალი _ 140 ლარი. 89 ცალი წებო _ 236 ლარი. 26 შეკვრა საბუთების შესაკრავი თოკი _ 260 ლარი. 34 საშლელი _ 17 ლარი. 5 ცალი ფოტოქაღალდი _ 100 ლარი. საბუღალტრო წიგნები 20 ცალი _ 350 ლარი. 24 საკანცელარიო დანა _ 50 ლარი. ევროკავშირის 3 ცალი დროშა 90 ლარად შეუსყიდიათ, 3 ცალი საქართველოს დროშა კი _ 545 ლარად!
ასევე, 61 სახაზავი, 85 ტუში, 40 ლარის საბუღალტრო ფორმები, საწერი ქაღალდები, ფლომასტერები, კლიფსები, კონვერტები, როგორც დიდი, ისე პატარა და საშუალო. საჯარო მოხელეთა წიგნი _ 5000 ლარი. 7 ცალი აბრა _ 1100 ლარი. სადეპუტატო მოწმობები _ 200 ლარი, საარქივო მასალების შენახვა _ 6150 ლარი. 4 450 ლარის ღირებულის მინერალური წყალი(?!). მცირე რემონტი _ 22973 ლარი(?!) ასევე, 275 ლარი 7 საათის შესაძენად დასჭირვებიათ, 112 ლარი კი 11 ცოცხისთვის, 120 ლარი 24 გადამყვანისთვის, 139 ლარი _ 65 ცალი მაგიდის საწმენდისთვის. 405 ლარი 74 ჩამრთველისთვის. 939 ლარი 310 ნათურისთვის. 760 ლარი 20 ცალი ჰალოგენური ნათურისთვის(?!). 640 ლარი 20 ცალი პროჟექტორის ნათურისთვის, 760 ლარი 22 გრაფინისთვის, 620 ლარი _ 21 ცალი ყავის სერვიზისთვის! 5475 ლარი _ 37 მაგიდა, 143 სკამი კი 5090 ლარი. 9 ცალი სავარძელი _ 2090 ლარი, 28 ცალი ქსეროქსის ფხვნილი _ 280 ლარი, 73 კატრიჯი _ 6230 ლარი, 7 მაუსის დაფა _ 70 ლარი. კომპიუტერის ეკრანის 19 ცალი საწმენდი ხსნარი და სალფეთქი _ 190 ლარი. 13 მაუსი _ 250 ლარი. 35 ცალი დინამიკი _ 200 ლარი. 478 დისკი _ 820 ლარი, 21 ფლეშკარტა _ 1050 ლარი. 4 ცალი იუპიესი _ 350 ლარი. 15 ცალი ვიდეო კასეტა _ 300 ლარი. 7 ცალი ფერადი კატრიჯი _ 700 ლარი. ქსეროასლების გადაღება _ 115 ლარი. სურათების დაბეჭდვა _ 350 ლარი. 81 კატრიჯის დატუმბვა _ 3210 ლარი. კომპიუტერული ქსელის მონტაჟი _ 3000 ლარი. 15 მობილური ტელეფონი _ 4850 ლარი! 5 ცალი კომპიუტერი _ 20300 ლარი (?!) 2 ცალი პერსონალური კომპიუტერი _ 4300 ლარი. 1 ცალი ქსეროქსის აპარატი _ 1950 ლარი, 1 ცალი ფოტოაპარატი _ 600 ლარი და ასე შემდეგ. უამრავი წვრილმანის შესაძენად კი ამის გარდა, ათასობით ლარია დახარჯული.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, 2010 წლის ადგილობრივი სახელმწიფო შესყიდვების კორექტირებული გეგმის თანახმად, საკანცელარიო საქონელზე 17 830 ლარი დაუხარჯავს. ეს თანხა სხვადასხვა სახის საქონელის შესყიდვას მოხმარდა: 1008 შეკვრა ქსეროქსის ქაღალდი _ 9064 ლარი. 900 შეკვრა საწერი ქაღალდი _ 1934 ლარი. 183 ბაინდერი 1275 ლარი, ხოლო 550 ცალი ბურთულიანი კალამი _ 440 ლარი. 147 კოლოფი სკრეპი _ 294 ლარი. 13 ცალი სტეპლერი _ 65 ლარი. 150 ცალი მშრალი წებო _ 150 ლარი. 400 ცალი ფანქარი _ 200 ლარი. 100 ცალი დიდი რვეული _240 ლარი. 80 ცალი საშუალო რვეული _ 38 ლარი. 100 ცალი სწრაფმკერი _ 200 ლარი. 20 ცალი გამომთვლელი მანქანა _140 ლარი. 75 ცალი საქაღალდე _ 38 ლარი. 10 ცალი მუყაოს ქაღალდი _600 ლარი. 90 შეკვრა ფაილი _ 180 ლარი. 165 ცალი მარკერი _ 199 ლარი. 100 ცალი ჩასანიშნი ფურცელი _ 150 ლარი. 250 ცალი სტეპლერის ტყვია _ 150 ლარი. ჩასანიშნი ბლოკნოტი 175 ცალი -175 ლარი. 124 ცალი საკანცელარიო წიგნი _ 235 ლარი. 100 ცალი საშლელი 50 ლარი. 40 ცალი მაგიდის კალენდარი _ 220 ლარი. 30 ცალი ფერადი სწრაფმკერი _ 285 ლარი. 30 ცალი საკანცელარიო ნაბორი _ 750 ლარი! 64 ცალი ფლომასტერი 46 ლარი და 50 თეთრი. თუმცა, კვარტალური შესყიდვების მიხედვით, ეს საქონელი უფრო მრავალფეროვანი ხდება, ვიდრე ის წლის შესყიდვებშია აღნიშნული: ურნა, საყვავილე, დენის გამანაწილებელი, მაგიდის, ავეჯის, მინის საწმენდი, ნაძვის ხე, ნაძვის ხის ნათურა, წვიმები, შუშხუნა და ფუმფულა სათამაშოები. ასევე, 2 ცალი პროცესორი 2600 ლარი. 2 პრინტერი _ 2000 ლარი, 24 ანტივირუსი _ 2200 ლარი! 3 ცალი იუპიესი _ 800 ლარი, 2 ცალი მონიტორი _ 900 ლარი, 2 ცალი მაუსი _ 600 ლარი(?!) 2 ცალი კლავიატურა _ 100 ლარი. 500 დისკი _500 ლარი! 2 ცალი ვიდეოთვალი _ 100 ლარი. 2 ცალი ფოტოაპარატი _ 500 ლარი. 2 მობილური აპარატი _ 500 ლარი. 1 ტელევიზორი 450 ლარი, 1 გაზქურა _ 100 ლარი, 50 ჭიქა და 5 გრაფინი 9_ 0 ლარი. მაცივარი _ 600 ლარი. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ოფისის კეთილმოწყობისთვის შეუძენიათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, 2010 წლის სახელმწიფო შესყიდვების კორექტირებული გეგმის თანახმად, 6274 ლარის ღირებულების 779 შეკვრა კომპიუტერის ქაღალდი შეიძინა. 117 ლარი კი 56 შეკვრა საწერ ფურცელში გადაიხადა. 239 ლარი და 60 თეთრი 146 შეკვრა შენიშვნების ფურცელში, ხოლო 539 ლარის და 60 თეთრის ღირებულების 142 ცალი დიდი ბაინდერი იყიდა. 287 ლარი _ 82 პატარა ბაინდერი. 325 ცალი სწრაფჩამკერი _ 123 ლარი, 1603 საწერკალამი _ 917.5 ლარი! 10 ცალი მელნიანი საწერკალამი კი _ 20 ლარი. 189 ლარად 60 ცალი მაგიდის კალენდარი. 91 შტრიხ-კორექტორი 1010 ლარი! 114 ცალი მარკერი _ 175, 2 ლარი. 6 ცალი კალენდრის დაფა 60 ლარი. 139 შეკვრა ფაილი 815 ლარი. 60 შეკვრა წებოვანი ფურცელი _ 189 ლარი. 59 შეკვრა სანიშნე ფურცელი _ 53 ლარი. 25 ცალი რეზინიანი პაპკა _125 ლარი. 218 ცალი საქაღლდე _152 ლარი, 2 ცალი ტყავის საქაღალდე _ 30 ლარი. 70 ცალი ბლოკნოტი _ 494 ლარი. 139 ფანქარი _ 97 ლარი. 48 ცალი ფლომასტერი _ 107 ლარი. 26 სტეპლერი _ 125 ლარი, 206 კოლოფი სტეპლერის ტყვია _ 100 ლარი. 69 ცალი საკანცელარიო რვეული _118 ლარი, 330 ცალი კონვერტი _150 ლარი, 146 ცალი ქაღალდის დამჭერი _ 96 ლარი. 4 ცალი საკანცელარიო შტამბი _100 ლარი. 2 ცალი საკანცელარიო წიგნი _ 50 ლარი. 15 ცალი კალკულატორი _ 322 ლარი. 4 ცალი საათი _ 85 ლარი. 4 ცალი ორგანაიზერი _1 56 ლარი. გარდა ამისა, სხვა არაერთი საკანცელარიო ნივთი, სხვადასხვა ფასებად შეიძინეს, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდ თანხაზე ავიდა. თუმცა, უფრო სოლიდური თანხა ოფისის კეთილმოწყობას დასჭირდა. 9 ცალი ელექტრო ღუმელი _ 515 ლარი, 15 ცალი დენის დამაგრძელებელი _ 300 ლარი. 16 ცალი კარის საკეტის გული _ 240 ლარი, 16 ცალი შტეფცელი _ 66 ლარი. 394 ნათურა _ 332 ლარი, 30 ცალი ნეონის ნათურა _ 90 ლარი. 26 ცალი კარის საკეტი _ 1550 ლარი! 2 ცალი ჭაღი _ 45 ლარი. 2 ცალი ლეპტოპი _ 2900 ლარი. ასევე, 2 ცალი კომპიუტერი _ 2900 ლარი. 1874 ლარი დროშების შეძენა _ 5 ცალი საქართველოს დროშა (სამაგიდე), 3 ცალი ევროკავშირის დროშა (სამაგიდე), ასევე 45 საქართველოს დროშა (დიდი დასადგმელით), 26 ევროკავშირის დროშა (დიდი დასადგმელით). 5 ცალი პრინტერი _ 1310 ლარი. პრინტერი (კომბაინი) _ 470 ლარი. 1195 ლარი 27 ცალი ფლეში. 3 ცალი იუპიესი _ 395 ლარი. 11 მაუსი _ 215 ლარი. 2 ყურსასმენი _ 40 ლარი. 11 კარტრიჯი _ 1590 ლარი. 2 ცალი კლავიატურა _ 50 ლარი. 31 მობილური ტელეფონი _ 11210 ლარი. 1 მაგთიფიქსის მოდემი _ 200 ლარი! 4 ცალი ტელევიზორი _ 650 ლარი. 1 ცალი სატელიტური ანტენა _ 160. 6 ცალი მადუღარა _ 65 ლარი, 8 ცალი ელექტროჩაიდანი _ 267 ლარი. 5 ცალი ყავის სერვიზი _ 95 ლარი! 3 ცალი წყლის გრაფინი _ 65 ლარი. 2 ცალი ფოტოაპარატი _ 750 ლარი. საოფისე ავეჯი _ 740 ლარი, 2 ცალი საოფისე მაგიდა _ 850 ლარი, 42 სკამი _ 2500 ლარი. ხუთი საოფისე სავარძელი _ 1000 ლარი, 3 ცალი კედლის თარო _ 360 ლარი. 5 ცალი კონდიციონერი _ 6300 ლარი. 14 090 ლარი ადგილობრივი ტელეფონის სარგებლობისთვის, 4414 ლარი ინტერნეტით მომსახურეობისთვის, 180 ლარი ფაქსის აპარატისთვის, 500 ლარი 1 ცალი ქსეროქსისთვის. 6000 ლარი რაციების შეძენა-დამონტაჟებისთვის!
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, თვითმმართველობის ერთ-ერთ მოვალეობას ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა წარმოადგენს. სახელმწიფო შესყიდვების გახორციელებამდე შესყიდვების გეგმა დგება, რომელიც თითოეული საბიუჯეტო მხარჯავი ორგანიზაციის მიერ მიწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა. სწორედ ამ ეტაპზე უნდა გასწიოს საკრებულომც და საზოგადოებამც მკაცრი კონტროლი, რათა მოთხოვნა და მომსახურება ადეკვატური იყოს.
_ იმის დასადგენად, თუ რამდენად საჭიროა, ამ რაოდენობის ამა თუ იმ საქონლის შესყიდვა უნდა დავადგინოთ, კონკრეტულად როგორ გადანაწილდა შესაბამის სამსახურებზე ეს შესყიდვები. სხვა საქმეა თითოეული კომპიუტერის თუ შესაძენი ნივთის ღირებულება. ნამდვილად “შთამბეჭდავია” 2 პროცესორში 2 600 ლარის გადახდა, 2 000-ლარიანი პრინტერის შეძენა. კიდევ უფრო შორს ვართ წასული როცა 5 კომპიუტერი 20 300 ლარი გვიჯდება. ამ ფასის და უფრო ძვირი ტექნიკა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მათი ღირებულებიდან გამომდინარე, გაცილებით დიდი შესაძლებლობები გააჩნია, ვიდრე ამის საჭიროება შეიძლება ჰქონდეს საოფისე კომპიუტერს. ამდენად, თუ ჩვენ გვჭირდება კომპიუტერი მხოლოდ საოფისე პროგრამებისთვის, არ არის აუცილებელი მასში გადავიხადოთ დიდი თანხა და მისი მონაცემებით ნებისმიერი სპეცპროგრამის გახორციელება შევძლოთ, _ მიიჩნევს ტრაპაიძე.