კერძოდ, თუ როგორ მისცა საკრებულოს წევრმა, ვახტანგ ცაგარეიშვილმა ხმა სხვა დეპუტატების ნაცვლად.
როგორც ზემოთ აღნიშნული საზოგადოება აცხადებს, აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება “ადგილობრივი თვითმმართველობის” შესახებ ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის იმპერატიულ მოთხოვნას, რომლის თანახმად “საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა”.
ვახტანგ ცაგარეიშვილმა უარყო ეს ფაქტი და თქვა, რომ სხვის ნაცვლად ხმა არ მიუცია, რადგანაც იმ მომენტში კენჭისყრა არ მიმდინარეობდა. თუმცა, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს ტაბლოც და ისმის სხდომის წამყვანის ხმაც, რომელიც აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია.
ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას ვესაუბრეთ.
ზაზა გაბუნია: _ დასადგენია ეს იყო თუ არა ნამდვილად ის კენჭისყრა, სადაც სამადაშვილის საკითხი განიხილებოდა.
_ თუნდაც ნებისმიერ საკითხზე რომ ყოფილიყო კენჭისყრა, როგორც “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აცხადებს, კანონი დაირღვა.
_ რა თქმა უნდა, მაგრამ თუ საკითხი დადგება, რომ გაუქმდეს კენჭისყრის შედეგები, მაშინ უნდა დაზუსტდეს, რომელი კენჭისყრის დროს დაირღვა კანონი. თუმცა, რადგან კანონდარღვევის პრეცედენტი არსებობს, მაღალი ალბათობით ასეთი ქმედება შესაძლებელია სხვა საკითხებზე კენჭისყრის დროსაც იქნა გამოყენებული.
_ რა პასუხი მოეთხოვება ამის გამო ცაგარეიშვილს?
_ დანარჩენი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განსაჯონ. მე ვთვლი, რომ ამ საკითხის გამოძიებასთან ერთად, საჭიროა, ყველა წინაპირობის შექმნა, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს არც ერთი პარტიის წევრის მხრიდან, ამისთვის კი მონიტროინგის პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. ხვალ ვაპირებ ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას და ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომის შემდეგ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვახტანგ ცაგარეიშვილი გვიან ღამემდე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა, არა ამ ფაქტთან დაკავშირებით.