https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

” ბიუჯეტში გამწვანებისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯება”

6:04; 2.04.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ამასთან, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ დაგეგმილი სამუშაოს შესახებ გავრცელებული ბოლო ინფორმაცია მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს ამ სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის კუთხით. არსებობს საფრთხე, რომ ქალაქის ბიუჯეტში გამწვანებისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯება და იმავდროულად ზიანი მიადგება ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას, _ აღნიშნულია საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს” ვებ გევრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ტენდერი ხეების ჭრაზე

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თბილისი მერიას ამჟამად გამოცხადებული აქვს ტენდერი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესყიდვის მიზნით. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 2013 წლის განმავლობაში გათვალისწინებულია ქ. თბილისის ტერიტორიაზე 2200 (ხმელი, ავარიული, დაავადებული) ხის მოჭრის, 650 ხის გადაბელვის და 6000 ხის ფორმირების მომსახურების შესყიდვა. მომსახურების სავარაუდო ღირებულებად მერიას 300 000 ლარი აქვს მითითებული.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული სამუშაო უნდა შესრულდეს “თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის შესაბამისი დებულების და 2009 წლის 29 სექტემბრის N1 ბრძანებით შექმნილი შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ 2013 წელს განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი აქტების შესაბამისად (რომელიც შედგენილი იქნება სტიქიური (ქარიშხალი, სეტყვა, მეწყერი და სხვა) მოვლენების დროს და ასევე გამწვანების საქალაქო სამსახურში შემოსული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წერილობითი მომართვებით), და ასევე ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩატარებული ფიტო-სანიტარული კვლევის დასკვნების საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება მწვანე ნარგავების ფორმირების, გადაბელვისა და მოჭრის სამუშაოები, მისამართების მიხედვით.“

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ ანალოგიური ტენდერი მიმდინარე წლის იანვარშიც გამოაცხადა, თუმცა ტენდერი მოგვიანებით შეწყდა შპს “თბილისის შადრევნების“ წარმომადგენელ ირაკლი ჟვანიას საჩივრის საფუძველზე. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია არასრული იყო, რადგანაც არ შეიცავდა აგროსტანდარტების შესაბამის დასკვნას (რომლის მიხედვითაც დასაბუთებული იქნებოდა მოჭრის აუცილებლობა და მოსაჭრელი ხეების რაოდენობა) და არც მოსაჭრელი ხეების ადგილმდებარეობა იყო მითითებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თბილისის მერიას დაავალა “მინიმუმ იმ ხეთა მდებარეობის მითითება სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელთა მიმართაც მომსახურების გაწევის საჭიროება უკვე ცნობილი და დასაბუთებულია.“

თბილსის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა 28 თებერვალს და განახლებულ დოკუმენტაციაში მართლაც მიუთითა ხეების გარკვეული რაოდენობა და ადგილმდებარეობა, რომელთა მოჭრის, გადაბელვის ან ფორმირების აუცილებლობა დადგენილია 2012 წლის დეკემბერსა და 2013 წლის იანვარში ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ განახლებულ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაცია კვლავაც ტოვებს კითხვებს დაგეგმილი სამუშაოს დასაბუთებულობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე.

კერძოდ, ტენდერით გათვალისწინებულია 2013 წელს თბილისში 2200 ძირი ხის მოჭრა, 650 ხის გადაბელვა და 6000 ხის ფორმირება. იმავე სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 2012 წლის დეკემბერსა და 2013 წლის იანვარში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა სულ 9 ხის მოჭრის, 19 ხის გადაბელვისა, და 17 ხის ფორმირების საჭიროება. ამ ორი თვის მონაცემების გათვალისწინებით, გაუგებარია, თუ რა გათვლების საფუძველზე დაადგინა თბილისის მერიამ იმ ხეების რიცხვი, რომლებიც 12 თვის განმავლობაში უნდა მოიჭრას, ან გადაბელვა და ფორმირება უნდა ჩაუტარდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტენდერის ხელახლა გამოცხადების შემდეგ მერიამ დაგეგმილი სამუშაოს მოცულობა და ღირებულებაც გაზარდა (თავდაპირველი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იყო 1990 ხის მოჭრა, 500 ხის გადაბელვა, და 3300 ხის ფორმირება, ხოლო სამუშაოს სავარაუდო მთლიანი ღირებულება 280 000 ლარს შეადგენა). ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

თბილისში რეალურად მოსაჭრელი ხეების რიცხვი შეიძლება 2200-ზე მეტი ან ნაკლები იყოს, მაგრამ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი ორი თვის მონაცემებსა და მთელი წლის მანძილზე დაგეგმილი ჭრების მოცულობას შორის არსებული დიდი შუსაბამობა სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მოსაჭრელი ხეების იდენტიფიცირებისა და აღირცხვის სისტემაში.

ფიტოსანიტარული კვლევები

ცალკე განხილვას იმსახურებს ფიტოსანიტარული კვლევების საკითხი (რომელთა დასკვნები, იმავე სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ქალაქში ხეების მოჭრის ძირითადი საფუძველი უნდა იყოს).

თბილისის მერიის მიერ ხსენებული სამუშაოს (ქ. თბილისის და მის შემოგარენის მწვანე საფარის ფიტოსანიტარული გამოკვლევა, მავნებელ დაავადებათა შესწავლა–გამოვლინება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა) შესრულებაზე 2011 და 2012 წლებში ჩატარებულ ტენდერებში შპს “ფორესთ კონსალტინგმა“ გაიმარჯვა. ორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცე“ 2011 წლიდან ცდილობს იმის დადგენას, ტარდება თუ არა რეალურად ტენდერების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისიწინებული კვლევები. 2011 წლის დეკემბერში “უსაფრთხო სივრცემ“ ამ საკითხზე სასამართლოსაც მიმართა და მოითხოვა, რომ თბილისის მერიას წარმოედგინა კომპანიასთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და მერიის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მართლაც შესრულდა. თბილისის საქალაქო სასამათლოს განჩინების თანახმად (საქმე N3/706-12, 19.04.2012), თბილისის მერიის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა მიღება-ჩაბარების აქტები და განახცადა რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული რაიმე სხვა მასალა მერიას არ მოეპოვება.

მართალია საქალაქო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა “დავის საგნის არარსებობის“ გამო, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ თბილისის მერიას (მისივე წარმომადგენლის განცხადებით) მიღება-ჩაბარების აქტების გარდა ამ საქმესთან დაკავშირებული რაიმე სხვა დოკუმენტი არ გააჩნია, საფუძვლიან ეჭვებს ბადებს იმის თაობაზე, მართლაც შესრულდა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. მერიასა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად (პუნქტი 6.3), მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ინსპექტირების ჯგუფის დასკვნისა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე. ამრიგად, უკანასკნელი ორი კატეგორიის დოკუმენტების არარსებობა მართლაც უცნაურია.

თბილისის მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში კვლავ გამოაცხადა ანალოგიური ტენდერი, რომელიც დღეისთვის დასრულებული არ არის, თუმცა ტენდერში, სავარაუდოდ, ისევ “ფორესთ კონსალტინგი“ გაიმარჯვებს. ამ კომპანიის გარდა ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, ინდივიდუალური მეწარმე “მაკა ზაალიშვილი საბა“ მონაწილეობდა, რომელიც დისკვალიფიცირებულ იქნა ტექნიკურ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო. საინტერესოა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული ხსენებული ინდივიდუალური მეწარმის ელექტრონული ფოსტის მისამართი (ბესომამალადზე@ყაჰოო.ცომ) ემთხვევა შპს “ფორესთ კონსალტინგის“ ელექტრონული ფოსტის მისამართს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაშია მოცემული. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი როგორც იმასთან დაკავშირებით, არიან თუ არა რეალურად “ფორესთ კონსალტინგი“ და “მაკა ზაალიშვილი საბა“ ერთმანეთის კონკურენტები, ისე მთლიანად სატენდერო პროცესის კეთილსინდისიერების თაობაზე.

რეკომენდაციები

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იკვეთება რამდენიმე ყურადსაღები გარემოება. კერძოდ: არსებობს საფრთხე, რომ ტენდერის გზით დახარჯული საბიუჯეტო სახსრები არ იქნება გამოყენებული რეალურად არსებული საზოგადოებრივი საჭიროების დასაკმაყოფილებლად (მაგალითად, რეალურად გამხმარი ხეების მოსაჭრელად, ან იმ ხეების გადასაბელად, რომლებსაც გადაბელვა მართლაც ესაჭიროება).

სამწუხაროდ, ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქალაქში ხშირია საღი ხეების მოჭრის ფაქტები, მაშინ როდესაც გამხმარი ხეები ზოგიერთ შემთხვევაში წლობით დგას ხელუხლებლად. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ ხეების აღრიცხვის და მოსაჭრელი ხეების გამოვლენის გამართული სისტემის არარსებობაა.

სისტემის გაუმართაობის შედეგად საღი ხეების მოჭრისას, ერთის მხრივ, ზიანი ადგება ქალაქის ეკოლოგიას, ხოლო, მეორეს მხრივ, საქმე გვაქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან.

პრობლემის გადაჭრისა და კორუფციის რისკის შემცირების შესაძლო გზები: ეს ორი სერიოზული პრობლემა, რომ თავიდან ავიცილოთ, აუცილებელი ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ხსენებული მიზნებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევებში იხარჯებოდეს, როდესაც სამუშაოს განხორციელების აუცილებლობა შესაბამისი კომპეტენტური დასკვნით დასტურდება. სხვა შემთხვევაში, კვლავაც იარსებებს მომეტებული რისკი იმისა, რომ საბიუჯეტო სახსრები კონკრეტული მოხელეებისა თუ კომპანიების კერძო ინტერესებიდან გამომდინარე დაიხარჯოს (ქალაქის, მისი მოსახლეობისა და ეკოლოგიის საზიანოდ). ასეთი რისკის არსებობის გამო, შესაძლოა გამწვანების სფერო ერთგვარი გამონაკლისიც იყოს, სადაც განსაკუთრებით მკაცრი მოთხოვნები დაწესდება შესყიდვების წარმოების მხრივ.

არსებული სისტემა, როგორც ჩანს, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს ზედმეტ თავისუფლებას ანიჭებს, როგორც წლის მანძილზე მოსაჭრელი ხეების რაოდენობის გამოთვლისას, ისე კერძო სუბიექტებისთვის ხის მოჭრის ნებართვის გაცემის მხრივ. შედეგად, ბოლო წლებში იყო შემთხვევები, როდესაც სამსახური საზოგადოებრივ სივრცეში არსებული საღი ხეების მოჭრის ნებართვას გასცემდა კერძო სუბიექტებზე (ზოგიერთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მათი პოლიტიკური კავშირებიდან გამომდინარე).

ამდენად, აუცილებელია, ერთის მხრივ, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის დისკრეციის შეზღუდვა ხსენებულ სფეროში მკაფიო და არაორაზროვანი ნორმების დაწესების გზით, მეორე მხრივ კი სამსახურის პრაქტიკულ საქმიანობაზე რეალური კონტროლის განხორციელება, როგორც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს), ისე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

აქ განხილული საკითხები, ისევე როგორც ბოლო წლებში ამ სფეროში გამოვლენილი პრობლემები (მაგალითად, მშენებლობები ქალაქის პარკებსა და ბაღებში, სარეკრეაციო ზონების კერძო მფლობელობასა თუ მენეჯმენტში გადაცემა, ხე-მცენარეების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი დარღვევები) იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისს დღესდღეობით არ გააჩნია გამწვანების მართვის ეფექტიანი სისტემა, რაც საფრთხეს უქმნის ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას და გრძელვადიან მდგრად განვითარებას.

აქედან გამომიდანარე, საჭიროა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ (მერიამ, საკრებულომ) და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა (პირველ რიგში გარემოს დაცვის სამინისტრომ) დაუყოვნებლივ წამოიწყონ ზემოხსენებული პრობლემების საჯარო განხილვის პროცესი, დაინტერესებული მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მაქსიმალურად ფართო წრის მონაწილეობით. პროცესის საბოლოო მიზანი უნდა იყოს იმგვარი საკანონმდებლო და პრაქტიკული მექანიზმების შექმნა, რომლებიც ქალაქის გამწვანების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებას უზრუნველყოფს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6 თებერვალი, 2026

საკრებულო, გამგეობა და... გამჭვირვალობა

"ახლა შენ ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

21:28; 6.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6.02.2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

“ღმერთო, რა შემზარავი ამბავია”

21:13; 6.02.2026
საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6.02.2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6.02.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6.02.2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო