https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ახლა შენ ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება”

7:04; 2.04.2013
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ მოქმედი ჩემპიონის და სუპერთასის მფლობელ “ზესტაფონის” სათასო მარათონიდან გამოთიშვისა და თბილისის “დინამოსთან” ტოლ-სწორად თამაშის გარდა, თემურ ლორიას შეგირდებმა საჩემპიონატო მატჩებიც კარგად ჩაატარეს.

ლანჩხუთელთა რიგებში უკვე ბევრი ფეხბურთელი გამოირჩა კარგი თამაშით, მათ შორისაა ერეკლე კილაძე, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ტრავმებმა ძალიან გააწამეს. ამის მიუხედავად, 23 წლის მობურთალს ახლაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას. ამჟამად მშობლიური “გურიას” ღირსებას იცავს და მიმდინარე წელს პირველი მატჩი თბილისის “დინამოსთან” სათასო მეოთხედფინალში ჩაატარა. მას არცთუ პატარა მისია დაევალა _ გუნდის ლიდერი ალეკო გოგობერიშვილი უნდა შეეცვალა. უნდა ითქვას, რომ ერეკლემ ჩინებულად დაიკავა გამოცდილი თანაგუნდელის ადგილი და თავის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩიც ჩაატარა.

ჩვენ ერეკლე კილაძეს ვესაუბრეთ:

_ ერეკლე, ვიცი, ბავშვობიდან გქონდა ფეხბურთის ნიჭი და სპეციალისტები შენში დიდ ტალანტს ხედავდნენ. რამ შეგიშალა ხელი უფრო დიდი ფეხბურთი გეთამაშა?

_ ამის მიზეზი სხვადასხვა იყო. მთავარი ის, რომ, როცა კარიერაში გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადამედგა, ტრავმებმა შემიშალეს ხელი. თუმცა, ხელი არ ჩამიქნევია და ვაპირებ, ის იმედები გავამართლო, რაც მწვრთნელებს ჩემს მიმართ ჰქონდათ.

_ საფეხბურთო ოჯახიდან ხარ, ალბათ, ამან იქონია გავლენა შენს არჩევანზე.

_ რა თქმა უნდა. მამაჩემი, გია კილაძე “გურიაში” თამაშობდა. ჩემს მშობლებს 7 წელი შვილი არ ეყოლათ და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩემი ძმის დაბადება რამხელა ბედნიერება იყო. ნიკუშა უკვე რამდენიმე წელია ფინეთში თამაშობს. სხვათა შორის, ცოტა ხანი მეც ვიყავი იქ ჩასული და ერთ გუნდში ვთამაშობდით.

ჯერ კიდევ სამი წლის ვიყავი, როცა მამამ ფეხბურთზე შემიყვანა. ცუდი დრო იყო, გაჭირვება, ბურთები ძნელად იშოვებოდა. მამა ფიშკების ნაცვლად აგურებს დააწყობდა და თვითონ გვავარჯიშებდა. ორი წლის შემდეგ “ნორჩ დინამოელში” მიმიყვანა, თამაზ სამხარაძესთან, რომელიც ახლა “დინამოში” მუშაობს. არაჩვეულებრივი მწვრთნელი და ბრწყინვალე ადამიანია. ჯერ კაცობა და ადამიანობა გვასწავლა, მერე იყო ფეხბურთი. მახსოვს, როცა მასთან მივედი, გუნდში იყო გადასახადი, ამის საშუალება კი ჩემს ოჯახს არ ჰქონდა. ბატონი თამაზი მივიდა დირექტორთან და თხოვა, გადასახადი მოეხსნათ ჩემთვის. მეც სულ ვცდილობდი, ვარჯიშზე არ დამეგვიანა, უმიზეზოდ არასდროს გამიცდენია. არ დამავიწყდება წვიმაში, ქარში თუ როგორ დაგვყვებოდა მამა. მთელი პლეხანოვი გვცნობდა, მამა გზაში თეორიულად გვამზადებდა. პარალელურად, მამიდამ ცეკვაზე შემიყვანა სუხიშვილების სტუდიაში, მსუქანი ვიყავი და დამცინოდნენ, ცალ ხელში ხაჭაპური მეჭირა და მეორეში _ ლიმონათი. ცეკვა გამომადგა _ წონაში დავიკელი და რადგან ჩემთვის მთავარი ფეხბურთი იყო, ცეკვას მალევე დავემშვიდობე.

_ შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერა?

_ როცა ჩემი პირველი მწვრთნელი “ავაზაში” გადავიდა, მთელი გუნდი წაგვიყვანა. ერთხელაც პრინციპული მატჩი გვქონდა, შანსი გამოვიყენე და “დინამოში” აღმოვჩნდი. შემდეგ კარგი სეზონი ჩავატარე თბილისის “ლოკომოტივში”, რის შემდეგაც უკრაინაში გადასვლის შანსი გამიჩნდა, კერძოდ კი ოდესის “ჩერნომორეცი” მეპატიჟებოდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, მოლაპარაკება ჩაიშალა. შემდეგ კობა კობიაშვილმა, რომელიც ჩემი დიდი გულშემატკივარია, “ჩიხურაში” წამიყვანა, მერე იყო “ორბები”. სხვათა შორის, ჩემი მწვრთნელი გახლდათ დღევანდელი პარლამენტარი, “გურიის” ლეგენდარული კაპიტანი თემურ ჩხაიძე. მას და გიგლა იმნაძეს ძალიან ვემადლიერები, მათგან ბევრი ვისწავლე. ასევე დიდი ამაგი აქვთ ჩემზე იმ დიდი “გურიის” კიდევ ერთ წევრს _ მერაბ თევზაძეს და კობა მჟავანაძეს. ფინეთის გარდა, უკრაინაშიც ვიყავი _ ლუგანსკის “ზარიაში”. შემდეგ იყო “გაგრა” და “სპარტაკი”…

_ შენი ოჯახი გაგრაში ცხოვრობდა და “გაგრა” შენთვის ჩვეულებრივი გუნდი არ იქნება…

_ გეთანხმები. გაგრაში დავიბადე. ჩემი დიდი ოცნებაა, ვნახო ის სილამაზე, რასაც მშობლები მიყვებიან. მამა ბოლომდე იბრძოდა სოხუმში, ასეულის უფროსი იყო. რამდენჯერმე დაგვირეკეს, თითქოს მამა დაიღუპა. დედამ მძიმე პერიოდი გადაიტანა _ მამა მოუკლეს. ჩვენს სახლში ახლა აფხაზები ცხოვრობენ. ვოცნებობ იმ დროზე, როცა საქართველო გამთლიანდება და ჩვენს ჩემპიონატში ჩაერთვებიან “ცხუმი”, “გაგრა”, “მზიური” და სხვები.

_ “გურიაში” ბოლო ერთ წელიწადში ორჯერ მიხვედი.

_ როცა პირველად ლანჩხუთში ჩავედი, მამამ მითხრა _ ახლა შენ ორმაგი პასუხისმგებლობა გეკისრება _ როგორც ლანჩხუთელს და როგორც ჩასულსო. სამწუხაროდ, მაშინ შანსი არ მომეცა და ვემადლიერები გია გურულს, რომელმაც ბათუმის “დინამოში” გადამიყვანა. ტრავმამ ამჯერადაც შემიშალა ხელი, მაგრამ რამდენიმე კარგ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა.

_ ერეკლე, “გურიაში” დაბრუნებულმა პირველი თამაში “დინამოსთან” ჩაატარე და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ახალმორჩენილი გქონდა, თავი კარგად წარმოაჩინე.

_ ძალიან სასიამოვნოა, პირველმა თამაში “დინამოსთან” რომ მომიწია და კარგი დებიუტიც გამომივიდა. რაიმე შიში და კომპლექსი არ მქონია, რადგან “დინამოსთან” აქამდეც არაერთხელ მითამაშია. უბრალოდ, ეს იყო ჩემი შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე. რაც მთავარია, მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და მაყურებელი გავახარეთ. პატარა საქმე ხომ არ იყო, 5 ათასი გულშემატკივარი პირველიდან ბოლო წუთამდე მხურვალედ გვქომაგობდა. ბიჭები ვამბობთ, რომ იმ დღეს 5 018 კაცი ერთად ვიბრძოდით.

_ რას ელი განმეორებითი მატჩისგან?

_ ვთვლი, რომ ორივე გუნდს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის ამბიცია და შანსიც. რაიმეს დათმობას არ ვაპირებთ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ “დინამოს” დარ გუნდებთანაც შეგვიძლია თამაში. როცა თასიდან გამოთიშავ მოქმედ ჩემპიონს და თანაბრად ეთამაშები ამ დროისთვის საუკეთესო გუნდს, აქ შემთხვევითობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არ ნიშნავს, რომ “თავში აგვივარდა”, ან რაიმე მსგავსი. “დინამო” ფავორიტია, თუმცა უშანსოდ არ ვართ _ გოლი გვინდა, რომელიც თამაშს ინტრიგას შესძენს!

_ საუმაღლესლიგო შანსები გაცილებით მაღალი გაქვთ…

_ აქ თითქმის გადაწყვეტილია _ გაისად უმაღლესში უნდა ვითამაშოთ. კარგი გუნდი გვყავს, დიდია კონკურენცია, ყველას უნდა თამაში. მეც კიდევ მაქვს დასამტკიცებელი და ვეცდები, ყველა მატჩი წინაზე უკეთ ჩავატარო.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლაშა ტალახაძე დიდ სპორტს დაუბრუნდა – ცნობილია, სად იასპარეზებს ქართველი ძალოსანი

10:24; 6 სექტემბერი, 2026
სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი მოიგო

00:45; 1 სექტემბერი, 2026
სპორტი

ოქროს მედალი და მე-6 ადგილი: ლევან ძიმცეიშვილმა და გიორგი კეკელიძემ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზეს

21:34; 23 აგვისტო, 2026
სპორტი

ოზურგეთელმა მკლავჭიდელებმა რესპუბლიკური ტურნირიდან 8 მედალი წამოიღეს

17:23; 17 აგვისტო, 2026
სპორტი

6 წლის ოზურგეთელი მოჭადრაკე ქეთევან ჩხარტიშვილი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

12:57; 21 ივლისი, 2026

საქართველოს 50 უმსხვილესი კომპანია

სამინისტროში ჯუმბერ ლეჟავას ველოტურის პრეზენტაცია გაიმართა

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო