კოსოვოს ქალაქ პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა, ლევან ძიმცეიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ძიმცეიშვილმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 108 კილოგრამი დაძლია, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ამავე ტურნირზე იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა, გიორგი კეკელიძემ, რომელმაც ატაცში 86 კილოგრამი დაძლია და საპრიზო ექვისეულში მოხვდა — მე-6 ადგილი დაიკავა.




































































