_ მთავარია, რომ თვითონ უმაღლეს სასამართლოსთან პრინციპული შეთანხმება მიღწეულია გარკვეულ საკითხებზე. უმცირესობას რაც აღელვებს ის არის, რომ ექვსი კანდიდატიდან, რომელიც უნდა დასახელდეს იუსტიციის საბჭოში, რაღაც ნაწილის დასახელების უფლება მათაც მიეცეთ ან კანდიდატურები დამტკიცებული იყოს 2/3-ით. მე შემიძლია პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რადგან არ ვარ იურისტი და არც ამ მოლაპარაკებებში ჩართული”. _ განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ფაქტი ისაა, რომ საზოგადოებას უმცირესობის სამართლიანობის რწმენა არ აქვს გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ თავი შეირცხვინა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ძალიან ბევრი საქმეა ისეთი, რომელიც აბსოლუტურად არ პასუხობს იმ ფასეულობას, რაც ევროპულ ან დასავლურ სასამართლოებს გააჩნიათ.
_ აქედან გამომდინარე იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ უმცირესობამ კვლავ მიიღოს მონაწილეობა საბჭოს დაკომპლექტებაში, საზოგადოებისთვის მიუღებელია. უმრავლესობა ამ მოლაპარაკებაში ძირითადად საზოგადოების მოთხოვნებიდან გამოდის. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნა, რადგან მაღალი დონის ექსპერტები არიან, მაგრამ მათი რეკომენდაციები ხშირ შემთხვევაში, მაინც ევროპული სტანდარტებიდან გამოდის და არა იმ რეალური ვითარებიდან, რაც საქართველოშია შექმნილი. თუმცა, ეს განსხვავებები პოზიციათა შორის მაქსიმალურად შემცირებულია და ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა უკვე გააკეთა კომენტარი. ვფიქრობ, ის სტრუქტურა და სისტემა, რასაც საბოლოოდ მივიღებთ, დაგვეთანხმება თუ არა უმცირესობა, მაქსიმალურად იქნება მიახლოებული იმ რეკომენდაციებთან, რაც ვენეციის კომისიას გააჩნდა”. _ განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.