საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრების მოკრივეებიც გამოვიდნენ და 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.
უკრაინაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბონდო მამულაშვილმა 7 მოკრივე იახლა, მედლები კი დავით ნანავამ (49 კგ) და რომან თავაძემ (81 კგ) მოიპოვეს.
ვერცხლის მედალი ნანავამ, ხოლო ბრინჯაო თავაძემ მოიგო. ეროვნული გუნდი მომზადებას გააგრძელებს და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე მოსამზადებელ შეკრებას გაივლის. ევროპირველობა კი, რომელსაც ბელარუსის დედაქალაქი მინსკი უმასპინძლებს 30 მაისს დაიწყება.
ფოტო – თამუნა ყულუმბეგაშვილი