შეხვედრის მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აკადემიის სასწავლო პროცესის გაცნობა და მიმდინარე რეფორმებზე საუბარი იყო. ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად აკადემიის რექტორმა სპეციალურად სტუმრებისთვის დღეს პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წამომადგენლებმა სასწავლო პროცესის დახვეწასთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილესა და აკადემიის რექტორს თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარუდგინეს.
თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე რეფორმებზე, სამხედრო მოსამსახურეების განათლების გაუმჯობესების მეთოდებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.