მან ამ პოსტზე დაბა ურეკში მცხოვრები ნუგზარ დვალიშვილი შეცვალა.
_ დავინიშნე ურეკის კულტურის სახლის დირექტორად, ბრძანება დაიწერა დღეს, _ გვითხრა ქეთევან ლორთქიფანიძემ.
როგორც სანდო წყარომ „გურია ნიუსს“ უთხრა, ლორთქიფანიძე, პრემიერ-მინისტრის ძმის, ადიკო ივანიშვილის ახლობელია. ამ ინფორმაციას არ უარყოფს თავად ლორთქიფანიძეც:
_ ურეკის ყველა მცხოვრები ამ ოჯახის ახლობელია და გამონაკლისი არც მე ვარ, თუმცა, რაიმე განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეული არც არაფერი მაკავშირებს ადიკო ივანიშვილთან. შეიძლება ვთქვა, რომ რამდენიმე თვეა არც მინახავს, _ გვითხრა კულტურის სახლის ახლადდანიშნულმა დირექტორმა.