საყანე ფართობებში შპს “მექანიზატორის” ტრაქტორები შევიდა.
მოსახლეობამ აღნიშნა, რომ აპრილის დასაწყისში ხვნის სამუშაოები დიდი ხანია არ დაწყებულა.
პირველი ხნულის გავლებას ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი, გამგებლის მოადგილე, ვახტანგ ზენაიშვილი და გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის დარგში, ნუგზარ ცინცაძე დაესწრნენ.
“საგაზაფხულო სამუშაოების პირველი ეტაპი სოფელ ლესაში დაიწყო. 20 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ აპრილის დასაწყისში საგაზაფხულო სამუშაოებს შევუდექით. პარალელურად მიმდინარეობს კომბინირებული და ნომინალური ბარათების დარიგება,” _ თქვა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ.