სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, წყალტუბოში, გამსახურდიას ქუჩაზე, ირაკლი ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 23 ცალი ვაზნით ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.