ამის შესახებ “გურია ნიუსს” “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” ხელმძღვანელმა, მზია კვირკველიამ უთხრა. ეს პროგრამა გურიის მასშტაბით მხოლოდ ლანჩხუთში მოქმედებს.
“მე ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყოფილ ხელისუფლებას, რომ წამოიწყეს ასეთი კეთილი საქმე და დიდი მადლობა ახალ ხელისუფლებას წინასწარ, ვინაიდან გუშინ, ბატონი ზაზა ურუშაძე შემპირდა ამ პროგრამის გაგრძელებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე ათასი ქალი მკურნალობს, ის, რომ გამოვლინდა 35 პირველი სტადია, ის, რომ ჩვენ დაგვაფინანსეს ძალიან ძვირადღირებული წამლებით, მკერდის სილიკონებით, რომელიც ამერიკის ელჩმა საჩუქრად ჩამოგვიტანა… სტუმრად გვყავდა ამერიკის ელჩი, პოლონეთის ელჩი, ქალბატონი სანდრა რულოვსი… არ მინდა, რომ ამ პროგრამას პოლიტიკური სარჩული დაედოს _ ეს არის კეთილი საქმე,” _ გვითხრა ქალბატონმა მზიამ.