https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ერთ კვირაში 300 000 ლარის სესხი გაიცა

8:04; 8.04.2013
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პროექტი 3 კომპონენტისგან შედგება და მასში მცირე, საშუალო ფერმერებისა და მეწარმეების ინტერესები თანაბრად არის გათვალისწინებული. რამდენად მაღალია ბანკებში ფერმერებისა და მეწარმეების აქტიურობა? ითვალისწინებს თუ არა პროექტი ფერმერთათვის სასწავლო-საკონსულტაციო მომსახურებას? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ პოტენციური ბენეფიციარები, რომ მათ ბანკებმა სესხი დაუმტკიცონ? ამ და სხვა საკითხებზე “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი გიორგი მანაგაძე გვესაუბრა.

_ ბატონო გიორგი, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” გახორციელება ერთი კვირის უკან დაიწყო. რამდენად მაღალია ბანკებში მცირე და საშუალო ფერმერებისა და მეწარმეების აქტივობა?

_ აქტივობა საკმაოდ მაღალია. დღევანდელი მდგომარეობით ერთ-ერთმა ბანკმა უკვე დაამტკიცა 8 სესხი და ფინანსური რესურსიც გასცა. ეს არის მეორე კატეგორიის სესხები, საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, რომელიც 2 წლამდე ვადით 5-დან 100 000 ლარამდე თანხის გაცემას გულისხმობს. აღნიშნული 8 პროექტისთვის გაცემული თანხის ოდენობა, ჯამში, 300 ათას ლარს აღემატება. ამჟამად ასევე განიხილება 5 თუ 6 ბიზნესგანაცხადი. რაც შეეხება სესხის მესამე კომპონენტს, რომელიც 1 მლნ ლარამდე (ექვივალენტი აშშ დოლარში) სესხის გაცემას ითვალისწინებს, სხვადასხვა ბანკებში განაცხადები უკვე შესულია.

_ რამდენი ხნის მანძილზე მუშაობდით “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტზე” და ვისთან გაიარეთ კონსულტაციები?

_ პროექტთან დაკავშირებით მუშაობა გასული წლის დეკემბერში დავიწყეთ. შეხვედრები იმართებოდა ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სალიზინგო კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე სოფლის მეურნეობის საწარმოო საშუალებების მიმწოდებლებთან. მოვისმინეთ მათი ხედვები. “შეღავათიანი აგროკრედიტის პრექტში” ყველას ინტერესია გათვალისწინებული. ეს იქნება მცირე და საშუალო ფერმერი, თუ მსხვილი მეწარმე.

_ “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში” მონაწილეობაზე ბანკები რამდენად ადვილად დაითანხმეთ?

_ ბანკებისთვის და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის ეს პროექტი ძალიან საინტერესო გამოდგა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის დარგი მათთვის ჯერ კიდევ აუთვისებელი და საინტერესო ბაზარია.

_ როგორ მოხდა პროექტში მონაწილე ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შერჩევა?

_ ჩვენ დავუკავშირდით საბანკო ასოციაციას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ასოციაციას, მოვაწყვეთ საერთო შეხვედრები ყველა ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელთან და ვუთხარით, თუ სურდათ პროექტში მონაწილეობა, გარკვეული პირობები უნდა დაეკმაყოფილებინათ. გავაცანით ჩვენი პრიორიტეტები. მათმა უმრავლესობამ განაცხადა მზადყოფნა მონაწილეობისთვის. ეს პროცესი კვლავ ღიაა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებსაც შეუძლიათ შემოერთება.

_ “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი” 3 კომპონენტისგან შედგება. რას გულისხმობს თითოეული მათგანი?

_ პირველი კომპონენტი გულისხმობს მცირე ფერმერებისათვის უპროცენტო განვადებას. საქართველოს ყველა რაიონში რამდენიმე ასეული მაღაზიაა შერჩეული. ფერმერს შეუძლია, მივიდეს ნებისმიერ ამ მაღაზიაში, სადაც მაქსიმუმ 5 000 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელს (სასუქების გარდა) შეიძენს. მაღაზია მას პროდუქციის ანგარიშს (ინვოისს) გამოუწერს, რომელსაც ბანკში წარადგენს და ფულს მაღაზიას გადაურიცხავს. ფერმერი კი პროდუქციას მოიხმარს. იმ თანხას, რა ღირებულების პროდუქციაც შეიძინა, მცირე ფერმერი პროცენტის გარეშე ბანკს 6 თვის შემდეგ უბრუნებს… პირველ კომპონენტში ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სამი ბანკია ჩართული.

_ რა ინტერესი აქვთ მათ, თუ კი მსესხებლები პროცენტს არ გადაუხდიან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ეს პროექტი მომგებიანი?

_ დიახ, მომგებიანია. მაღაზია თავიდან იცილებს საკრედიტო რისკს და შესაბამისად მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ფასდაკლებას უკეთებს. ეს სტანდარტული უპროცენტო განვადების სქემაა, რაც აქამდე მოქმედებდა მთელ რიგ სხვადასხვა ტიპის პროდუქციაზე, მაგალითად საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, მაგრამ არა სასოფლო-სამეურნეო საქონელზე. დღეიდან ეს უპროცენტო განვადება ამ საქონელზეც გახდა შესაძლებელი.

_ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ფასის დაკლების საშუალება მაღაზიებს რამდენად აქვთ?

_ მაღაზიები მთლიანად ირიდებენ თავიდან საკრედიტო რისკს, რისი მართვაც მათი საქმე არაა. ინდივიდუალური შეთანხმებები მაღაზიებსა და ფინანსურ ინტიტუტებს შორის უკვე მიღწეულია და ეს სქემა მუშაობს. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, ეს 5-დან 100 000 ლარამდე ოდენობის სესხის გაცემას გულისხმობს. სესხი შესაძლებელია იყოს 12, 18, ან 24-თვიანი. საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 17 პროცენტზე მაღალი არ იქნება. ამ საკითხზე ბანკებთან შეთანხმება მიღწეულია. 17 პროცენტიდან ფონდი 9 პროცენტს აფინანსებს. მეორე კომპონენტში გათვალისწინებულია ასევე სესხებისთვის მეორადი უზრუნველყოფა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, პროცენტის გარდა, სესხის ძირითადი თანხის რისკის გარკვეულ ნაწილსაც ვინაწილებთ ფინანსურ ინსტიტუტებთან. “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი” და “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” იტოვებს უფლებას, რომ პროექტში მონაწილეობისგან ჩაიხსნას ესა თუ ის ბენეფიციარი თუ დაირღვა ორი პირობა. პირველი _ თუ კი სესხის მიზნობრიობა დაირღვა, ბენეფიციარი ბანკთან დარჩება პირისპირ. მეორე მიზეზი კი გახლავთ ვალდებულების შეუსრულებლობა. თუ მსესხებელი ჯეროვნად არ ასრულებს იმ ვალდებულებას, რაც ბანკის მიმართ აქვს აღებული, ანუ მის წილ პროცენტს არ გადაიხდის. ერთჯერად შემთხვევას ეს არ შეეხება, მაგრამ თუ კი პროცენტის გადაუხდელობა რეგულარულად მოხდება, მაშინ მსესხებლის პროექტიდან გამოთიშვის საკითხი განიხილება. რაც შეეხება “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” მესამე კომპონენტს, ეს 30 000-დან 600 000 დოლარამდე სესხის გაცემას გულისხმობს. მესამე კომპონენტი ითვალისწინებს გადამამუშავებელი, მაგალითად: ჩაის, ხილის, ბოსტნეულის, თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელების საწარმოების გახსნა; საჩითილე, სანერგე მეურნეობების ამუშავებას; სასაწყობო ფართების, მარცვლის საშრობების, სამაცივრეების მოწყობას და ა.შ. სესხის მაქსიმალური ვადა 7 წელია. პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 15 პროცენტი იქნება. ფონდი კი აქედან 12 პროცენტს გადაიხდის. მსესხებელს მაქსიმუმ 3 პროცენტის გადახდა მოუწევს, თუმცა შესაძლოა ის 2, ან 1 პროცენტი იყოს.

_ პროცენტის თანადაფინანსება როგორ მოხდება?

_ “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს” “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი” აფინანსებს. მისი განმახორციელებლი კი “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოა”. დარიცხული პროცენტი, მაგალითად 17 პროცენტი 2 ნაწილად იყოფა. ბენეფიციარის მიერ გადასახდელი და სააგენტოს მიერ გადასახდელი თანხა. როგორც კი ბენეფიციარი თავის ვალდებულებას შეასრულებს, მეორე დღესვე სააგენტო მის წილ პროცენტს გადარიცხავს ავტომატურ რეჟიმში.

_ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მცირე და საშუალო ფერმერები, მეწარმეები, რომ ბანკებმა მათ სესხი დაუმტკიცონ?

_ მათი ბიზნესგანაცხადი სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა ითვალისწინებდეს. შემდეგ უკვე საბანკო პროცედურის გავლა მოუწევთ. ყველა პროექტი განვითარებასა და მოგების მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ბანკი შეაფასებს რისკებს, პროექტის მომგებიანობას, თუ ჩათვლის, რომ ყველა იმ რისკის გათვალისწინებით, რაც ზოგადად ბიზნესს ახლავს, ბიზნესგეგმა გაამართლებს, სესხს დაამტკიცებს.

_ რამდენიმე ეკონომიკური ექსპერტი “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. ისინი აცხადებენ, რომ ფერმერებს გაუჭირდებათ კვალიფიციური ბიზნესგეგმის დაწერა. ბანკები იმისთვის, რომ აგროსესხი გასცენ, მსესხებლისგან საგარანტიო რესურსს ითხოვენ. ვინაიდან სოფლებში ქონება საკმაოდ გაუფასურებულია, ექსპერტები ამბობენ, რომ მათ ამ პროექტით სარგებლობა _ სესხის მიღება გაუჭირდებათ. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

_ რაც შეეხება მცირე ფერმერებს, რომლებიც ძირითადად პირველ კომპონენტში არიან ჩართულნი, მათ ბიზნესგეგმა არ სჭირდებათ. მეორე და მესამე კომპონენტისთვის ბანკები ბიზნესგეგმას ითხოვენ. რაც შეეხება მეორე და მესამე კომპონენტის ბენეფიციარებს – საშუალო ფერმერებს, არის უამრავი კერძო საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც ბიზნესგეგმის მომზადებაზე მუშაობენ, მათ შორის უშუალოდ სოფლის მეურნეობის დარგშიც. რა თქმა უნდა, ეს მომსახურება გარკვეული თანხა ღირს, თუმცა თუ საშუალო მეწარმეს 100 000 ლარის აღება სურს, მან ყველა ინფორმაცია უნდა მოიძიოს და ყველაფერი გააკეთოს. ნებისმიერი საქმე ჯეროვანი დაგეგმარებით უნდა დავიწყოთ. ბიზნესგეგმა აჩვენებს, რამდენად გათვითცნობიერებულია ადამიანი იმ საქმეში, რომელსაც ხელს კიდებს. გათვლილი უნდა იყოს რის გაკეთებას აპირებ, რა თანხაა საჭირო, პროდუქციას რა ფასად გაყიდი და ვის მიჰყიდი _ ყველა ამ კითხვაზე უნდა იყოს პასუხი. ბიზნესგეგმა ადამიანს საშუალებას აძლევს, დარწმუნდეს, თუ რამდენად შესძლებს მოყვანილი პროდუქციის რეალიზებას. ვისაც ბიზნესში არანაირი გამოცდილება არ აქვს და ფიქრობს, იაფი კრედიტია, პროექტში ხომ არ ჩავერთოო, მას ამ პროექტში მონაწილეობას არ ვურჩევ, რადგანაც ბანკებთან ურთიერთობა, ბიზნესის მართვა ძალიან სპეციფიკური საკითხია და გარკვეულ გამოცდილებას საჭიროებს.

_ ხომ არ გეგმავთ ამ პროექტში საკონსულტაციო რგოლი ჩართოთ? მობილური ჯუფები ჩამოყალიბდეს, რომელიც ფერმერებს ბიზნესგეგმის მომზადებაში დაეხმარება, კაპიტალისა და ფინანსური რესურსების მართვაში კონსულტაციებს გაუწევს?

_ ჩვენს მიერ ამ ეტაპზე მსგავსი ღონისძიება გათვალისწინებული არ არის, რამეთუ ჩვენს მიერ კონსულტაციების გაწევა, როდესაც ამის პარალელურად პროცენტის ნაწილის დაფინანსებას ვახდენთ, ინტერესთა კონფლიქტის მომენტს მოიცავს. როგორც მოგახსენეთ, უამრავი კერძო საკონსულტაციო კომპანიაა, სადაც შესაძლებელია ბიზნეს-გეგმის მომზადება, ხოლო შედარებით მცირე ზომის სესხებზე ამგვარ კონსულტაციებს განმცხადებლებს თავად ბანკებიც უწევენ.

_ “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს” “შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამისთვის” რა მოცულობის თანხა აქვს გათვალისწინებული?

_ ეს რთული სათქმელია, დამოკიდებულია იმაზე თუ რა მოცულობის სესხს გასცემენ ბანკები. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი სავარაუდო პორტფელი 2013 წლისთვის, შესაბამისად, ჩვენი თანხებიც ამ სავარაუდო პორტფელზეა მიბმული, თუმცა თუ მოთხოვნა უფრო მეტი იქნება, დამატებითი დაფინანსების მოზიდვაც არ იქნება პრობლემა.

_ როგორც ითქვა, “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი” საქველმოქმედო ფონდი “ქართუსა” და “საერთაშორისო საქველმოქმედო სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისგან” ფინანსდება…

_ დიახ, ასეა, თუმცა ახლა ფინანსები ძირითადად ფონდი “ქართუსგან” არის გამოყოფილი… ორივე ფონდთან გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელშიც ვალდებულებები აქვთ აღებული, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე (დამტკიცებული პროექტების ფარგლებში), უპრობლემოდ გამოიყოფა საჭირო თანხა.

_ რა შედეგს ელოდებით “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისგან”?

_ ჩვენი გათვლებით, პირველადი პროდუქციის გადამუშავება საქართველოში მოხდება. გლეხებს არ ექნებათ პრობლემა მიღებული პროდუქცია მაცივრებში შეინახონ სეზონზე რეალიზაციისათვის ან მიაწოდონ გადამამუშავებელ საწარმოებს. შემდეგ კი, სეზონზე, როცა ფასები აიწევს, რეალიზაცია გაუკეთონ და ა.შ. პროექტის მიზანია სოფლის გამოცოცხლება, მოსახლეობის სოფელში დაბრუნება, მათი შემოსავლების მატება. უნდა მოხდეს ადგილობრივი კონკურენტუნარიანი და ხარისხიანი წარმოების გაზრდა. იმპორტირებული, ხშირად საეჭვო ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ქართულმა წარმოებამ უნდა ჩაანაცვლოს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს…” – გია გაჩეჩილაძე

10:15; 24 დეკემბერი, 2025

"ქარიშხალას" ქარიშხალი _ საზღვარგარეთ წასვლის სურვილის გამო გათავისუფლებული იურისტი

ფინანსთა სამინისტრო სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება

ყველა სიახლე

სამართალი

ბაჩო ახალაია დააკავეს

21:20; 25.12.2025
სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

19:16; 25.12.2025
სამართალი

სუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:32; 25.12.2025
ფინანსები

ვალუტის განახლებული კურსი 26 დეკემბრისთვის

18:28; 25.12.2025
ფინანსები

სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რა ღირს ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები

16:59; 25.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
0

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო