“როდესაც საქმე იქნება მომზადებული, რა თქმა უნდა, ვერავინ გაექცევა დაკითხვას. მე ისიც ვთქვი, რომ თუკი დეპუტატი და მით უმეტეს ყოფილი პროკურორი, რომელსაც პირველ რიგში, უნდა ესმოდეს რა არის კანონი, უარს იტყვის მოწმის სტატუსით დაკითხვაზე თავიანთ დედა დაწესებულებაში მოსვლაზე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ და დავკითხოთ ისევე, როგორც ეს მოხდა გიგი უგულავას შემთხვევაში, როდესაც მან იუკადრისა პროკურატურაში მისვლა. ალბათ, ის ადეიშვილთან მისვლას არ უკადრისობდა, მაგრამ ახლა ის დავაჟკაცდა. ახლადდავაჟკაცებული წარსულში პოლიტიკოსების და პროკურორების დაკითხვა ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს – მთავარია საქმე იყოს იმ ეტაპამდე მისული, რომ ეს მოხდეს,” _ განუცხადა იუსტიციის მინისტრმა “გურია ნიუსს”.