ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, 9 აპრილის სკვერში შეიკრიბნენ, რათა კიდევ ერთხელ პატივი მიეგოთ დაღუპულთა სულებისთვის. ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა, მამამ თომამ (სიხარულიძე) დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა.
შემდეგ შეკრებილმა საზოგადოებამ 9 აპრილს დაღუპული ნატო გიორგაძის საფლავი მოინახულა და გვირგვინებით შეამკო.