_ ამ კითხვით “გურია ნიუსმა” კუბლაშვილის ყველაზე მწვავე კრიტიკოსს თეა წულუკიანს მიმართა.
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კუბლაშვილის მთავარი ტესტი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს: “მე, როგორც მოქალაქე და როგორც იუსტიციის მინისტრი, ძალიან ზედმიწევნით ვაკვირდები კოტე კუბლაშვილის ყოველდღიურ საქმიანობას. მასთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ეს ადამიანი გარკვეულწილად ითავისებს იმას, რომ სასამართლოში პრობლემებია, თუმცა, მას არ ეთმობა კონტროლის ის ბერკეტები, რაც აქვს. მთავარი ტესტი კოტე კუბლაშვილისთვის იქნება მოსამართლეთა კონფერენცია, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა აირჩიოს”.