როგორც “გურია ნიუსითვის” გახდა ცნობილი, პრესკონფერენცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დადგეგმილ რეორგანიზაციას ეხება, რომლის თანახმად გამგეობიდან 60 თანამშრომელი უნდა გაათავისუფლონ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეწყდეს ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდნენ.
როგორც გვითხრეს, პრესკონფერენციას გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილიც უნდა დაესწროს.