მემორანდუმს ხელი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ და Anadulo Group-ის ენერგეტიკის სექტორის კოორდინატორმა თუგბან იზეთ აქსოიმ (Tugban Izzet Aksoy) მოაწერეს.
მემორანდუმით, კომპანია ვალდებულებას იღებს ჰიდროენერგეტიკაში ახალი, 300 მეგავატის სიმძლავრეები ააშენოს. ინვესტორი რომელ პროექტებში განახორციელებს ინვესტიციებს, კომპანია პოტენციური ჰესებს შეისწავლის და გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამ ეტაპზე Anadulo Group-ი ინვესტიციებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მდ. ფარავანზე 85 მგვტ-ი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში ახორციელებს. ჰესის წლიური გამომუშავება 420 მლნ კვტ.საათი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 125 მლნ აშშ დოლარია. მშენებლობაზე 630 ადამიანია დასაქმებული.
ჰესის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და ექსპლუატაციაში 2015 წელს გაეშვება.
კომპანია ზამთარში გამომუშავებულ ენერგიას შიდა ბაზარზე გაყიდის, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში ექსპორტზე გაიტანს.