რომელიც რეგიონების პრობლემატიკას ეხებოდა, დღეს საქართველოს 8 ქალაქში გაიმართა.
ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო “სიდა”. კვლევის მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიცირება და ადგილობრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების კონსოლიდაცია, ამ პრობლემათა გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს 10 რეგიონში, მათ შორის გურიაშიც. გურიაში ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა გამოკითხულ რესპონდენტების დამოკიდებულება თვითმმართველობის საკითხებისადმი _ გამოკითხულთა 30.2 პროცენტი აცხადებს, რომ მათ არ აინტერესებთ ეს პროცესი, ძალიან დადებითად მხოლოდ 14.7 პროცენტი აფასებს. უფრო უარყოფითად კი _ 24.8 პროცენტი.
თვითმმართველობის საქმიანობას რესპონდენტები აფასებდნენ იმის მიხედვით, თუ რამდენად ეთანხმებოდნენ 5-ბალიან შკალაზე, თვითმმართველობის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს.
საერთო ჯამში, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა რესპონდენტებმა 2.8 ქულით შეაფასეს, რაც საშუალოზე ოდნავ დაბალი შეფასებაა.