იგი ამ პოსტზე ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ დანიშნა: “ლევანის დანიშვნის შესახებ ბრძანება ამ საღამოს დაიწერა და იგი ხვალიდან უკვე შეუდგება მოვალეობის შესრულებას”, _ თქვა “გურია ნიუსთან” ურუშაძემ.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ შიდა აუდიტის ახალ სამსახურს, შესაძლოა, გოგი ფაცურიამ უხელმძღვანელოს: “ფაცურიას უბრალოდ გავესაუბრეთ. ჯერ მისი დანიშვნა არ მომხდარა,” _ გვითხრა ზაზა ურუშაძემ.
ლევან ჩხაიძე “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, რაც შეეხება გოგი ფაცურიას, მისი პოლიტიკური ორიენტაცია, ჯერ-ჯერობით, დაუდგენელია.