მეორე ადგილზეა ნაგვის მიბმა ელენერგიასთან (მხოლოდ თბილისი), შემდეგ კი გაზმომარაგება, გზები, ტრანსპორტის ღირებულება, ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების არსებობა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების წარმოების შემცირება,
ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებით, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. 44% ფიქრობს რომ კომუნალურ ღირებულებებთან დაკავშირებით ვითარება გაუარესდა, 46% კი მიიჩნევს რომ ამ მხრივ მდგომარეობა უცვლელია, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების ფონზე მხოლოდ 2% მიაჩნია მდგომარეობა გაუმჯობესებულად.
საკმაოდ მძიმე ვითარებაა დასაქმების თვალსაზრისით. გამოკითხულთა 72% თავს არ მიიჩნევს დასაქმებულად. ეს მაჩვენებელი გასული წლის ნოემბერში 5%-ით ნაკლები იყო. დასაქმების პრობლემა ყველაზე მეტად სოფლებში დგას, ამასთან პროცენტულად დაუსაქმებელი ქალი მამაკაცზე 13 %-ით მეტია. ყველაზე მეტი დაუსაქმებელი 18-35 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.
2012 წლის ოქტომბრის შემდეგ 81% მიიჩნევს რომ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. 10 % თვლის, რომ ვითარება გაუმჯობესდა, 8% კი გაუარესებას აფიქსირებს.