_ ყველა რომ ამ საჩუქრებზე წერს და ათასობით ლარზე წუხს, მხოლოდ აფთიაქში რომ წამალს ყიდულობდა ეს მაღალი, ან გუდვილში სანდორას წვენს და ამის ფულსაც დაცვის სამსახური, ანუ ბიუჯეტი, ანუ მე და შენ ვიხდიდით ეს რატომ არვის აწუხებს?! ხელფასი არ ჰქონდა? რა “დიშოვკაა” ეს მაღალი, სამარცხვინო. და კიდევ, გუშინ რომ ამბობდა მძულს ნათესავები რომ არიან ჩარულიო, ნეპოტიზმი და ასეთებიო… ბიძა, ბიძაშვილების და მათი ცოლების სასტუმროებს რომ ვიხდიდით მე და შენ ამას რა ქვია?! _ წერს ხიდაშელი ფეისბუქში და “ძალიან ითხოვს”, რომ ამ კითხვებზე პასუხი “პატივცემულმა ნაცების მხარდამჭერებმა” მისწერონ.
შეგახენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, ირინე იმერლიშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარული ხარჯები გაასაჯაროა. წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად გაირკვა, რომ პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების საზღვარგარეთული ვოიაჟები და ძვირფასი საჩუქრები, ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
ფარული ხარჯებით, რომელიც გათვალისწინებული იყო დასაცავი პირებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის, ფინანსდებოდა პრეზიდენტის ოჯახის წევრების და მეგობრების დასვენება, სწავლა, ფინასდებოდა პირადი ეპანელი მზარეულისა და მისი თარჯიმანის ხარჯები.
_ “პრეზიდენტის ესპანელი მზარეულის ხელფასი, მისი თარჯიმანი და საცხოვრებლით უზრუნველუყოფა დაცვის სამსახურის ხარჯებიდან ყოველთვიურად 25 ათას ლარს შეადგენდა და ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა ქართველ ხალხს ამ მზარეულის შენახვა. 2010 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი წავიდნენ ავსტრიის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე, ჩაიტარეს პროცედურები გახდომისთვის, რაც ასევე ფარული ხარჯებიდან დაფინანსდა და თანხამ 115 ათას ლარს მიაღწია. სპეციალური დაცვის სამსახურის უცნაურ შესყიდვებსაც აწარმოებდა, მაგალითად, როგორიც არის 42 თურქული ცხვარი 7 950 ლარად, რომელიც შემდგომ დარიგდა მოქალაქეებზე” _ განაცხადა პარლამენტის სხდომაზე ირინე იმერლიშვილმა და დოკუმენტაცია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს და ჟურნალისტებს გადასცა.