მისი განცხადებით, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც 19 აპრილს, ქუთაისიდან პარტიულ აქციაზე წასულ ყველა საჯარო მოხელეს დააფიქსირებენ.
“მე მოვუწოდებ მათ, ნუ გარსკავენ ნუ წავლენ სამუშაო საათების დროს აქციაზე წასვლას, ეს არის დანაშაული.იმის გამო, რომ ეს უკეთ ვაკონტოროლო , გადავწყვიტე შევქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მივა მერიასთან დაქვემდებარებულ ყველა სამსახურში და დავადგენთ, ვინ წავიდა სამუშაო საათებში აქციაზე. ამას ყველაფერს გადავიღებთ და აღვწერთ, შემდეგ კი გამოვაქვეყნებთ” _ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას თავისუფალი საქართველოს ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა გოგი წულაიამ.