“საქართველოს მასშტაბით არც ერთ რაიონში პოლიცია არ ახდენს ზეწოლას „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებზე და არ აფერხებს 19 აპრილის აქციაზე მათ დასწრებას. ეს არის სიცრუე და აბსურდული ბრალდებები, რომელიც მიზნად ისახავს პოლიციის დისკრედიტაციას და პოლიტიზირებას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა და კატეგორიულად გააფრთხილა სამინისტროს თანამშრომლები, რათა მათ ხელი არ შეუშალონ 19 აპრილის აქციის მზადებას და არ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა.
მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.” _ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.