დღეს შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ იმსჯელეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან ინსტიტუციური დიალოგის გაგრძელებას და მოელის უფრო აქტიურ თანამშრომლობას.
შეხვედრას საქართველოს დელეგაციის მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი , ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ.
შეხვედრის დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილმა ევროპის საბჭოს “ოქროს წიგნში” ხელმოწერა დატოვა.