შეხვედრას ესწრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, საქართველოს სახალხო დამცველი და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
მოწვეული ექსპერტები ქართულ მხარეს გაუზიარებენ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას სამართალდამცველთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოძიების ეფექტიანი მექანიზმების შესახებ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბ-ნი ლევან იზორია. მან მოკლედ მიმოიხილა ბოლო პერიოდში შსს-ში განხორციელებული რეფორმები, რომელიც მიმართულია სისტემაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების აღმოფხვრისაკენ.
შეხვედრის მეორე ნაწილში სიტყვით გამოვიდა შსს ადმინისტრაციის უფროსი ქ-ნ თამარ ტალიაშვილი, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერების შესახებ ისაუბრა.