სწორედ ამ ორგანიზაციის წევრები დაგვიკავშირდნენ და მათ თავმჯდომარშესახებ გვესაუბრნენ. მათი თქმით, ქალბატონი ლეილა ყველა ემიგრანტს უდიდეს სითბოს ჩუქნის და აერთიანებს. მისი დაუღალავი შრომისთვის და გაწეული ამაგისთვის დიდ მადლიერებას გამოხატავენ წერილის ავტორები. “გურია ნიუსი” ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“გვინდა მოგიყვეთ ქალბატონზე, ვინც ყველა ემიგრანტზე ზრუნავს, სითბოს გვჩუქნის და გვაერთიანებს. ეს ქალბატონი ლეილა (თამარ) სოლოღაშვილი -სეფაშვილია. არის ყვარელიდან, სამი შვილის დედაა. ქალბატონმა ლეილამ 3 წლის ნაბოლარა შვილი დატოვა და ახლა 9 წელი უსრულდება. ლეილა არის თესალონიკის “ოქოს საწმისის” თავმჯდომარე, გაზეთ “ელადის” რედაქტორის მოადგილე.
ქ-ნ ლეილას ხელშეწყობით ტარდება ლიტერატურული საღამოები. მისი რედაქტორობით არა ერთი წიგნია გამოცემული. მან კარგად იცის ემიგრაციის გულისტკივილი და ცდილობს ყველას დაეხმაროს პრობლემების მოგვარებაში . გაააერთიანა თითქმის მთელი ემიგრაცია. იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ემიგრანტებში. ყველას სულში იხედება, უნდა, ყველას ასიამოვნოს და ვინც კი ერთხელ გაიცნობს, გვერდიდან აღარ სცილდება. მე-9 წელია აქ არის და ამ წლების მანძილზე უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. აქ ყველას ჩვენი თავი გვაპოვნინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ყველა აქ მყოფი ემიგრანტის სულიერი ნავსაყუდელია. ასეთ ადამიანებს იშვიათად შეხვდებით, ასეთი ადამიანები ალბათ მილიონში ერთია.
გვინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ ქალბატონი ლეილას მიმართ. მას მთელი სალონიკი პატივს ვცემთ.
პატივისცემით, თესალონიკის “ოქროს საწმისის” ორგანიზაცია”
ქალბატონი ლეილა პოეტიც არის, გვინდა მკითხველს გავაცნოთ მისი ლექსი, რომელიც ჰიმნად აქციეს ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა.
ბარათაშვილის “მერანს” მივყვებით,
საზღვრებს გავდივართ, ბოლო არ უჩანს,
უკან კი გვრჩება ილიას მთები
სულს რომ არაძლევს წუთს მოსვენებას.
აკაკის “გამზრდელს” ხვალაც მოველით
თუ გაგრძელდება სიცოცხლე ასე,
ჩვენი შვილები პატრონს ელიან,
ბერძნების შვილებს ვუკითხავთ ” გამზრდელს”.