“ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ხელშეკრულება არ დადებულიყო. ეს იყო გაჯიუტება ანტიმონოპოლიურ სამსახურთან, შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით. ეს იყო გაჯიუტება ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით. ამიტომ, დღეს “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან აპელირება არის მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა.
ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. დიდი იმედი გვაქვს, ვილნიუსის სამიტზე სერიოზული პროგრესი დაფიქსირდება ამასთან დაკავშირებით. ასე რომ, “ნაციონალური მოძრაობას” ვურჩევ თავი დაანებოს კიდევ ერთხელ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
მას ჰქონდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკაში ერთი პოზიტიური ნაბიჯი მაინც გადაედგა. მაგრამ ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ საქართველო დაშორებოდა ევროპას.”– განაცხადა ჟურნალისტებთან ხადურმა.