როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, შინგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ლოპოტას ხეობაში მომხდარ ფაქტს იძიებს, რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა მოკლულების მშობლებს .ამ დროისათვის პანკისში ავსტრიიდან ჩამოვიდნენ ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის და სალამ ზაურბეკოვის მშობლები. შვილის ეგსჰუმაციას დაესწრება ბაჰაუდინ ალდამოვის მამა ახლუდინ ალდამოვიც.
“ერთხელ მიწას მიბარებული მუსულმანის ამოთხრა ჩვენს რელიგიურ წესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპრომისზე წავედით. ბოლოსდაბოლოს გვინდა გავიგოთ, რა ვითარებაში დაიღუპნენ ჩვენი შვილები. მართლა ისე მოხდა ყველაფერი, როგორც ამას ყოფილი ხელისუფლება გვიმტკიცებდა? შეიძლება სულაც საკუთარმა თანამებრძოლებმა ესროლეს ზურგიდან. იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზა ყველა კითხვას გასცემს პასუხს და საბოლოოდ გაირკვევა, ვინ იყვნენ ჩვენი შვილები _ ტერორისტები, მკვლელები თუ უბრალოდ მოტყუებუებული ახალგაზრდები, რომლებიც ღალატის მსხვერპლნი გახდნენ.”
მახლუდინ ალდამოვის თქმით შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ინტენსიურად იძნებს. საქმე ამ დროისათვის უკვე 20 ტომისაგან შედგება.