ამის შესახებაც ამ წუთებში ხდება ცნობილი. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძე ფრაქციას “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდა. კირკიტაძე აღნიშნულ ფაქტს პირად გადაწყვეტილებათ აფასებს და „გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს რომ, თანაგუნდელებს ყველაფერი აუხსნა და ამის შემდეგ დატოვა საკრებულოს უკვე ყოფილი უმრავლესობის რიგები.
“ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო და წინ არაფერი არ უძღოდა. ვფიქრობ, ეს ფრაქცია გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებს ქუთაისისთვის, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა”. სწორედ ამიტომ დავტოვე მისი რიგები”, _ თქვა ლევან კირკიტაძემ
ლევან კირკიტაძე ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” რიგებიდან მოხვდა. ის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის, ახლა კი საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის მოადგილეა.