ამით მან მოსამართლეებს მისცა კიდევ უფრო მეტი დრო, რომ ჩამოყალიბდნენ კონფერენციისთვის.
მე მაქვს მოსამართლეების დიდი იმედი, რომლებიც შორიდან გზავნიან მოკრძალებულ სიგნალს იმის შესახებ, რომ ამ რეფორმას მიესალმებიან.
მე ძალიან მკაცრად ვაფასებ ზოგიერთი მოსამართლის წარსულ საქმიანობას, მაგრამ დავინახე ისიც, რა საფრთხის ქვეშ იდგნენ ისინი ამ წლების განმავლობაში. მე ბოლომდე ვიქნები მართლმსაჯულების დამცველი,” _ განაცხადა წულუკიანმა გადაცემა “პოლიტმეტრში”.