შეხვედრა დახურულ კარს მიღმა და მედიის წარმომადგენლების გარეშე გაიმართა. უზენაესი სასამართლოს პრესამსახურის უფროსის, ნანა ვასაძის თქმით, კოტე კუბლაშვილი მოსამართლეებთან შეხვედრას ხშირად მართავს და ეს შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის არ იყო ცნობილი.
არ არის გამორიცხული, შეხვედრის მთავარი თემა ვეტოდადებული კანონი იყოს “საერთო სასამართლოების შესახებ და ასევე დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია.