“თითოეულ ადამიანს ჰქონდა განცდა, რომ მას უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ; თუ სიტუაციას გავაანალიზებთ, წარმოუდგენელია ათიათასობით ადამიანს მოუსმინო. ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული იდეოლოგია. არ უსმენდნენ საზოგადოების 1%-საც, მაგრამ ავრცელებდნენ ხმებს შეგნებულად. მიზანი საზოგადოების ტოტალური დაშინება იყო, რათა საზოგადოების დიდი ნაწილს შიშის ქვეშ ეცხოვრა. თუ საზოგადოებას ჰგონია, რომ ეს იდეოლოგია კვლავ გრძელდება, ძალიან ცუდია. ეს ახალი ხელისუფლების შემდეგ დასრულდა, რასაც მე ვეძახი სამართლიანობის აღდგენას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კონფერენციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.