განიხილავს არასრულწლოვანთა ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლების საკითხს. არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოში სულ 16 შუამდგომლობაა შესული.
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიგა გიორგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირთა პირობით ვადამდე გასათავისუფლებელთა შეფასება დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის ქცევის, ნასამართლეობის, ოჯახური პირობების და დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკების შეფასებით მოხდება. მსჯავრდებულებს საბჭოს წევრები პირადად გაესაუბრებიან და სწორედ ამის შემდეგ ზეპირი მოსმენის საფუძველზე მიიღებენ არასრულწლოვანთა შესახებ გათავისუფლების გადაწყვეტილებას.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 114 მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდა. გათავისუფლებულთა შორის 17 ქალბატონი და 18 მძიმე ავადმყოფია.