“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოების რეფორმა. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ,როდესაც ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ სტრასბურგში განაცხადა, რომ გაზიარებულია შენიშვნები და ეს რეფორმა წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, სასამართლოს დამოუკიდებლობისაკენ. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად დავძლევთ ვეტოს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასამართლოს სისტემის გასაუმჯობესებლად” _განაცხადა ირინა იმერლიშვილმა
ვეტოს დაძლევაში ეჭვი არ ეპარება მანანა კობახიძესაც, რომლის თქმით უმრავლესობას საკმაოდ დიდი რესურსი გააჩნია აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად.
“ცხადია ეს კანონპროექტი არის მნიშვნელოვანი რაც მიიღო პარლამენტმა. ეს არის საშუალება იმისა რომ სასამართლო ხელისუფლება იყოს დამოუკიდებელი და გაჯანსაღდეს სისტემა საერთო სასამართლოებში. პირველ რიგში საჭიროა ამ კანონპროექტის ძალაში შესვლა, რასაც სამწუხაროდ, ხელს უშლის საქართველოს პრეზიდენტი თავისი ვეტოთი. თუმცა უმრავლესობას აქვს იმის რესურსი, რომ იმსჯელოს ამ შენიშვნებზე და დაძლეულ იქნას აღნიშნული ვეტო. თუმცა ჩვენ ფორმალობები უნდა დავიცვათ. ეს განსახილველად გაეწერათ შესაბამის კომიტეტებს, განიხილავენ შენიშვნებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ. რომელზეც ხვალ ბიურო იმსჯელებს, საკითხის დღის წესრიგში შესატანად. მე დარწმუნებული ვარ, ვეტო ისევე დაიძლევა როგორც ეს მოხდა ამინისტიის კანონპროექტის შემთხვევაში. ჩვენ შევუწყობთ ხელს რომ ეს კანონპროექტი რაც შეიძლება მალე იყოს რეკომენდრირებული”_ განაცხადა მანანა კობახიძემ.