სემინარზე განხილული იქნება დაავადების რისკ-ფაქტორები, მისი მართვისა დ ადაძლევის გზები; როგორ იქმნება ინოვაციური მედიკამენტები, ხარისხის და უსაფრთოების მექანიზმები ფარმაციაში. საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზები
დღეს, C ჰეპატიტი მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ამ ვირუსით 170 მილიონი ადამინია ინფიცირებული. C ჰეპატიტი ღვიძლის ციროზისა და კიბოს განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია. დაავადება ძალზედ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან შემთხვევათა 75-85 პროცენტი ქრონიკულ მიმდინარეობას იძენს და ხშირად ღვიძლის ციროზით ან კიბოთი მთავრდება. სამწუხაროდ, C ჰეპატიტის პროფილაქტიკური ვაქცინა არ არსებობს. დაავადება უაღრესად სერიოზული პრობლემაა, საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ C ჰეპატიტთან ბრძოლა მხოლოდ მთელი საზოგადოების ძალიხმევითაა შესაძლებელი.