აქციის მონაწილეებსა და უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილს შორის.
აქტივისტების გაბრაზება დავითაშვილის ამ სიტყვებმა გამოიწვია: “ვაი, თქვენს პატრონს, ნაციონალებო! სამართალი ასრულდება და მით უმეტეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმართ. სამარცხვინო ხალხი ხართ და უნდა გრცხვენოდეთ! ეს არ არის ჩვეულებრივი ხალხის აქცია _ ეს ნაციონალების პარტიული შეკრებაა!” _ განაცხადა აქციაზე კობა დავითაშვილმა.
ნაცმოძრაობის აქტივისტებმა აღნიშნული ფაქტი ზეწოლად და მათი პარტიის წევრების საზოგადოებიდან გარიყვის მცდელობად შეაფასეს.