მედპერსონალი 5 თვის აუღებელ ხელფასს და სახელმწიფოს მხრიდან "ადითთან" ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს.
ექიმების თქმით, აუცილებლად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი საავადმყოფო 1 ლარად გაყიდეს და პერსონალს 3 წელია მონურ პირობებში ამუშავებს.
აქციაზე ჯერ არ გამოჩენილან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გაიფიცული პერსონალის მოთხოვნების გასაცნობად მივიდა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუჭავა. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ერთი კვირაა ცენტრალურ ოფისთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
აქციას ადგილობრივი მოსახლეობაც შეურთდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ პრობლემა დაიყონებლივ უნდა მოგვარდეს და ხელისუფლებისაგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვენ.