დღის წესრიგზე გადასვლამდე მანანა კობახიძემ უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლებს განცხადებების გაკეთების უფლება მისცა. განცხადებები პოლიტიკურია და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.
უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ხალხს ატყუებს და მან უმრავლესობას ფინანსთა მინისტრის პარლამენტში დაბარებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის და საგარეო ვაჭრობის ვარდნა; სახეზე გვაქვს შემოსავლების კლება. იმას, რაც ხდება საქართველოს ეკონომიკაში, ჰქვია სტაგნაცია. უმუშევრობის პოლიტიკის გაღრმავებისკენ მივდივართ იმის ნაცვლად, რომ შევქმნათ ახალი ადგილები, ვაუქმებთ ამ სამუშაოებს. ტყუილები იმის შესახებ, რომ ყველაფერი კარგადაა, აღარ მუშაობს. თხოვნა მაქვს, დაიბაროთ ფინანსთა მინისტრი _ ჰკითხეთ მას, რატომ ცრუობს და რა ხდება ზოგადად ქართულ ფინანსებში,” _ თქვა ზურაბ ჯაფარიძემ