ევროსაბჭოში საქართველოს ელჩობის კანდიდატი კონსტანტინე კორკელია მისი სამოქმედო გეგმის მთავარ პრიორიტეტად ოკუპირებული ტერიოტირების შესახებ არსებულ სიტუაციას განიხილავს: “მე წარდგენილი ვარ ევროპის საბჭოს მუდმივ წარმომადგენლად. ჩვენი მისიის პირველი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, დეოკუპაცია-არაღიარების პოლიტიკა იქნება. ასევე, ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მიღება, მათ შორისაა, დემოკრატიული უფლებების, ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ,” _ განაცხადა კონსტანტინე კორკელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.